საქართველოში ინტენსიური მებაღეობის განვითარების პროექტი- ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროს გრანტი

 სახელმძღვანელო ფერმერებისთვის

მებაღეობის ინტენსიური ტექნოლოგიები: რას ნიშნავს ეს?

            ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში ახალი ტექნოლოგიები ყველგან გვხვდება: მედიაში, მშენებლობაში, ტრანსპორტში, ინფორმაციულ ტექნოლოგიებში, მარკეტინგში და ა.შ. და ეს ჩვენთვის გასაკვირი აღარ არის. ინტენსიური ტექნოლოგიები სიახლე აღარ არის სოფლის მეურნეობაშიც, უბრალოდ, შეხედეთ სახნავ-სათეს მინდვრებს ახალი მანქანებით, გლობალური ადგილმდებარეობის განმსაზღვრელ სისტემაზე (GPS) დაფუძნებული სასუქისა და დაავადებათა კონტროლი. და ესეც არ არის ჩვენთვის გასაკვირი. თუმცა ჯერ კიდევ მიმდინარეობს კამათი და არსებობს ეჭვები ინტენსიური ტექნოლოგიების სარგებლიანობაზე ხილისა და კენკრის მოყვანისას. ჩვენ არ შეგვიძლია შევადაროთ სახნავ-სათეს მინვრებზე მოყვანილი მოსავალი ან ბოსტნეული მრავალწლიან ხეხილის ბაღებს. ჩვენ არ შეგვიძლია ხეხილის ბაღი შევცვალოთ ყოველ წელს. ჩვენ არ ვცვლით მას თუნდაც ათ წელიწადში. ამდენად, ინტენსიური ტექნოლოგიების გამოყენება ხილისა და კენკრის მოყვანისას უფრო მეტ დროს მოითხოვს. მაგრამ ეს შესაძლებელია! არავის სურს მოსკვიჩი ატაროს, როდესაც მას შეუძლია იყოლიოს მერსედესი!    

            მებაღეობის ინტენსიფიკაციის პიონერები იყვნენ ჰოლანდიელი ფერმერები. მათ დაიწყეს ამ მეთოდის გამოყენება ვაშლის კულტივაციისთვის. მიზეზი მარტივი იყო - მიწის მცირე რესურსი, რომელიც ამავე დროს ძალიან ძვირად ფასობდა. ამისათვის უნდა მიეღოთ მაქსიმალური შემოსავალი ნაკვეთის ერთი ერთეულიდან. მოგვიანებით შენიშნეს, რომ ინტენსიური მოვლის შედეგად შეეძლოთ მიეღოთ უფრო მეტი მოსავალი და შესანიშნავი ხარისხის ხილი. გარდა ამისა, ინტენსიური ტექნოლოგიებს კიდევ ერთი უპირატესობა ჰქონდა - უფრო მარტივი მართვა (გასხვლა და მოსავლის აღება, მწერებისა და დაავადებათა კონტროლი) ნაკლები სამუშაო ძალის გამოყენებით. 

            ხეხილის თანამედროვე ბაღები ხშირი პატარა ნარგავებისგან შედგება. მებაღეებმა ინტენსიურ ბაღებში ვაშლის მოყვანისას ერთ ჰექტრზე 300 ხის ნაცვლად დაიწყეს 3000-5000 და მეტი ხის დარგვა (სურათი 1). იგივე განმეორდა მსხლის ბაღებში. და ამის მიღწევა შესაძლებელი გახდა როდესაც დაიწყეს ჯუჯა საძირეების გამოყენება. ჯუჯა საძირეების ყველაზე დიდი არჩევანი არსებობს ვაშლისთვის. ამიტომ, ინტენსიური მებაღეობის ტექნოლოგიების გამოყენება სწორედ ვაშლის ბაღებში დაიწყო. მოგვიანებით ინტენსიური მებაღეობა გავრცელდა სხვა ხილის სახეობებზეც როგორიცაა მსხალი, ბალი, ქლიავი და ა.შ. დღეს ევროპასა და აშშ-ში, ახალ ზელანდიასა და ჩილეში და ხეხილის კულტივირების სხვა მნიშვნელოვან რეგიონებში ყველა ახლად გაშენებული ხეხილის ბაღები ინტენსიური ბაღებია. სხვა არჩევანი არ არის!

 

 

 

 

 

 

სურათი 1. მარცხნივ: ვაშლის ინტენსიური ბაღი 5-6 მეტრი სიმაღლის ხეებით მოითხოვს მძიმე შრომას და კიბეს ხეების გასხვლისთვის, მოსავლის ასაღებად და ა.შ. მარჯვნივ: ვაშლის ინტენსიური ბაღი. ყველაფერი კეთდება მიწის სიმაღლიდან. თავს ნუ შეიწუხებთ!   

 

ინტენსიური მებაღეობის უპირატესობები

 

            ადრეული მოსავალი. ხეხილის ბაღში განხორციელებული ყველა ინვესტიცია ამოგებულ უნდა იქნეს რაც შეიზლება მალე. ბიოლოგიურად, საძირის გავლენის გამო, ჯუჯა ხეები უფრო მეტად ადრეულ მოსავლიანია და ნაყოფს იღებს დარგვის წელსვე. პირველი სამი წლის განმავლობაში ვაშლის საერთო მოსავალმა შეიძლება შეადგინოს 60 ტონამდე ჰექტარზე.   

            სრული მოსავალი რამდენიმე წელში. ხშირი ნარგავები მესამე-მეოთხე წელს უკვე აღწევს შემოსაზღვრულ ფართობს ბაღში. ეს კი ნიშნავს, რომ ხეები ქმნიან 2.5-3 მეტრის მსხმოიარე კედელს (სურათი 2). ამავე დროს, ფართო დისტაციაზე დარგულ ხეებს სჭირდება 8-10 წელი ბაღში მათი ადგილის შესავსებად. მეოთხე წელს ჯუჯა ვაშლის, მსხლის ან ბლის ხეები სრულ მოსავლიანობას აღწევს, მაშინ როდესაც ფართო ნარგავები სრულად მოსავლიანი ხდება დარგვიდან მხოლოდ მე-10 წელს.

 

სურათი 2. ექვსი წლის ვაშლის ინტენსიური ბაღი სრული მოასვლიანობის წელიწადში. ხეები ფარავს შემოსაზღვრულ ფართობს და ქმნის მსხმოიარე კედელს.   

            მაღალი ხარისხის ნაყოფი. სინათლის განაწილების შესახებ კვლევებმა აჩვენა, რომ ხშირ ვარჯებს უფრო მეტი დაჩრდილული არე და დაბალი ხარისხის ნაყოფი აქვს იმ ადგილებში. ვიწრო ვარჯს, რომლის სიღრმე არ აღემატება 80-90 სმ-ს, სინათლის უკეთესი განაწილება აქვს. ნაყოფი, რომელსაც მზე მუდმივად ხვდება, უფრო დიდი ზომისა და უკეთესი ფერისაა (სურათი 3). ამავე დროს, ნაყოფის ხარისხიც თანაბარია. შეადარეთ ის მაღალ ხეებს, რომელიც იძლევა კარგ ვაშლს ვარჯის გარეთა ტოტებზე, ხოლო ვარჯის შიგნით, ფოთლების ქვეშ ნაყოფი რჩება მწვანე და უღიმღამო. ამრიგად, ინტენსიური ხეხილის ბაღებში გაცილებით მეტი უმაღლესი ხარისხის ნაყოფის მიღებაა შესაძლებელი. იგივე ითქმის ხილის სხვა სახეობებზე როგორიცაა მსხალი, ქლიავი, ატამი და ა.შ.   

მარტივი გათხელება. ნაყოფის ხარისხი და მუდმივი მოსავლიანობა დამოკიდებულია მოსავლის ოდენობაზე. რაც მეტია მოსავალი მით მცირე ზომისაა ნაყოფი, და რაც მეტია მოსავალი - მით ნაკლები პროდუქცია მოვა მომვალ წელს. მეწლეურობის თავიდან ასაცილებლად და ნაყოფის ხარისხის გაზრდის მიზნით, უნდა მოხდეს ყვავილის ან ნაყოფის გათხელება. ძირითადად გათხელებისას გამოიყენება გარკვეული ქიმიური საშუალებები ან სპეციალური ტექნიკა, მაგრამ უმეტეს შემთხვევებში და ყოველ წელს საჭიროა ასევე ხელით გათხელება. პატარა ხის ყვავილებისა და ნაყოფის ხელით გათხელება უფრო ადვილია ვიდრე სტანდარტული ზომის ხისა, რომელსაც დიდი და ხშირი ვარჯი აქვს.   

 

სურათი 3. ნაგალა ხის ყველა ნაყოფს ხვდება მზის სხივი. ნაყოფის გათხელების შედეგად ყველა ნაყოფი თანაბარი ზომის და უმაღლესი გარეგნული ხარისხისაა.   

მარტივი გასხვლა და ხის ვარჯის ფორმირება. ბიოლოგიური ნაგალა საძირის ეფექტი არა მხოლოდ ხის მცირე ზომაა, არამედ ვეგეტატიურსა და გენერაციულ ზრდას შორის ფარდობის ცვლილებასაც გულისხმობს. შეშის ნაცვლად ნაგალა ხეები იძლევა ნაყოფს. თუ ნაყოფის მიღებულ მოსავალს შევადარებთ გასხლულ ყლორტებს, ფარდობა ნაყოფის სასარგებლოდ შეადგენს 70%-ი 30%-ზე ინტენსიური ბაღის შემთხვევაში, ხოლო პირიქით - ექსტენსიურ ბაღებში. ნაკლები ვეგეტაციის გამო გასხვლის პროცესი ადვილია და სწრაფი, რომლის დროსაც უმთავრესად გამოიყენება ხელის სეკატორი. ერთ დახელოვნებულ მუშას ექსტენსიურ ბაღში შეუძლია 12-16 ხის გასხვლა დღეში, ხოლო ინტენსიურ ბაღში კი - დღეში 200 ხეზე მეტის. და ამ ყველაფრის გაკეთება შესაძლებელია მიწის სიმაღლიდან, კიბისა და პლატფორმის გარეშე.       

მწერებისა და დაავადებათა უფრო ეფექტიანი კონტროლი. მწერებისა და დაავადებათა სათანადო კონტროლი ნებისმიერი მებაღის ძირითადი ამოცანაა. ხის თხელი და ვიწრო ვარჯი საშუალებას იძლევა, რომ ქიმიური ნივთიერება მოხვდეს ყველა ფოთოლსა და ნაყოფს თანაბრად და შემცირდეს მათი გავრცელების არე. შეწამვლის თანამედროვე აპარატების პირობებში ინტენსიური ბაღების შეწამვლა შეიძლება 250-300 ლიტრის ხსნარით ჰექტარზე, მაშინ როდესაც დიდი ხეებისთვის საჭიროა 1200-1500 ლიტრი ჰექტარზე.   

            მოსავლის მარტივი აღება. ნაგალა ხეებისა და ნაყოფის თანაბარი ხარისხის გამო,  მოსავლიანობის პერიოდში ერთი მუშა ინტენსიურ ბაღში კრეფს 1200-1500 კგ ვაშლს დღეში (მიწის სიმაღლიდან), ხოლო ექსტენსიურ ბაღში კი - მხოლოდ 500-600 კგ-ს, სადაც მას სჭირდება მაღალი და საშიში კიბე. 

            ინვესტიციის ადრეული ამოგება. უკვე განსაზღვრულია, რომ ნიადაგის მომზადებაში, სანერგე მასალაში, ხეების დარგვაში, მწერებისა და დაავადების კონტროლში, საყრდენის სისტემასა და ღობეებში ჩადებული ინვესტიციიდან შემოსავალი დამოკიდებულია ხეხილის ბაღის ტიპზე. ადრეული და მაღალი ხარისხის ნაყოფის ჭარბმოსავლიანობის გამო, ჰექტარზე 3000 ხიანი, ნაგალა საძირეზე გაშენებული ინტენსიური ვაშლის ბაღზე დახარჯული ინვესტიციიდან შემოსავალი მიიღება დარგვიდან მე-5-მე-6 წელს, მაშინ როდესაც ნახევრად-ნაგალა საძირეზე გაშენებული ბაღი (1200-1500 ხე ჰექტარზე) შემოსავალს იძლევა მე-7-მე-8 წელს, ხოლო ექსტენსიური ხეხილის ბაღი შემოსავალს დარგვიდან მხოლოდ მე-10-12 წელს იძლევა (ცხრილი 2). და სულ არ აქვს მნისვნელობა იმას, რომ თავდაპირველი ინვესტიცია ინტენსიური ხეხილის ბაღისთვის რამდენადმე მეტია (ცხრილი 1), ის ამად ღირს!

 

ცხრილი 1. სხვადასხვა სახეობის ვაშლის ბაღის გაშენების ხარჯები (ლიტვის ტარიფებით), (ევრო/ჰექტარი)

 

ხეხილის ბაღის ტიპი

სანერგე მასალა

ნიადაგის მომზადება და განოყიერება

დარგვის ხარჯი

შპალერის სიტემა

ხის ფორმირება

მწერებისა და დაავადებათა კონტროლი

საერთო ხარჯი დარგვის წელიწადს

ხეების რაოდენობა

ხარჯი

ექსტენსიური

300

900

300

150

0

50

900

2300

ნახევრად ნაგალა

1200

3600

300

600

4000

400

900

9800

ნაგალა

3000

9000

300

1500

4000

1000

900

16700

 

ცხრილი 2. წლიური ხარჯის* (–) და შემოსავლის** (+) კოეფიციენტი მოსავლისა და ინვესტიციიდან მიღებული შემოსავლის წლისათვის (ლიტვის ტარიფებით), (ევრო/ჰექტარი)

 

ხეხილის ბაღის ტიპი

საერთო ხარჯი დარგვის წელიწადს

პირველი წელი

მართვის ხარჯისა და მოსავალზე მიღებული შემოსავლის კოეფიციენტი

მეორე წელი

მესამე წელი

მეოთხე წელი

მეხუთე წელი

მეექვსე წელი

მეშვიდე წელი

მერვე წელი

ექსტენსიური

-2300

-3000

-3000

-3000

-3000

-1500

1000

5000

ნახევრად ნაგალა

-9800

-3500

-3000

0

2000

6000

8000***

8000

ნაგალა

-16700

-2000

2000

6000

10000***

10000

10000

10000

*მართვა: მწერებისა და დაავადებათა კონტროლი, განოყიერება, გასხვლა და ვარჯის ფორმირება, ნიადაგის მართვა, მოსავლის აღების ხარჯი.

** ვაშლის ფასი 0.4 ევრო/კგ

*** ინვესტიციიდან მიღებული შემოსავლის წელი

 


 

ინტენსიურ მებაღეობას შეცდომები არ უყვარს

 

ინტენსიური მებაღეობა ნიშნავს არა მარტო ადრეულ და ჭარბ მოსავალს, არამედ ინტენსიურ მართვასაც. ზედმიწევნით ზუსტი ტექნოლოგიის გარეშე და ყველა ტექნოლოგიური ელემენტის თავის დროზე შეუსრულებლობის შემთხვევაში დიდი მარცხია მოსალოდნელი. პროგნოზირებული შემოსავლისა და ეკონომიური სარგებლის ნაცვლად იმედგაცრუებას მიიღებთ. ინტენსიური მებაღეობა ტრადიციულ ექსტენსიური ხეხილის ბაღებთან შედარებით უფრო მგრძნობიარეა შეცდომების მიმართ.

ხეხილის ბაღის გაშენება გრძელვადიანი ინვესტიციაა. ხეხილის ბაღის გაშენება ასევე დიდი ინვესტიციაა. მაღალი სიმჭიდროვის ნარგავებისთვის მებაღემ ჰექტარზე 16-20000 ევროს ინვესტიცია უნდა ჩადოს. ძალიან მნიშვნელოვანია, ხეხილის ბაღის გაშენება წინასწარ გათვლილი გეგმით მოხდეს, რაც მოცავს ნაკვეთის, დარგვის პროცესის და ხეების მართვას. მაღალი სიმჭიდროვის ნარგავების ზუსტი დაგეგმარების შედეგად იზრდება მოსავალი და ხეხილის ბაღის მოსავლიანობის ხანგრძლივობა. დაგეგმარებასა და დარგვისას დაშვებული შეცდომები შეიძლება ძვირად დაგიჯდეთ და მათი გამოსწორებაც ძალზე ძნელი იქნება მომდევნო წლებში. უაღრესად მნიშვნელოვანია, სათანადო ყურადღება დაეთმოს ნაკვეთის შერჩევას, ნიადაგის მომზადებას, ხის ხარისხს, ჯიშის შერჩევას და ხის ფორმირებას ზრდის დასაწყისში.

 

ნაკვეთის შერჩევა.

ფერდობები მნიშვნელოვანია ნიადაგის ეროზიის, ყინვისგან დაცვისა და წყლის ინფილტრაციის თვალსაზრისით. იდეალური ნაკვეთია დაქანებულ ან ბორცვიან მიწაზე, რათა მოხდეს ცივი ჰაერის გაფილტვრა გაზაფხულის სუსხიან ამინდში. ცივი ჰაერი თბილ ჰაერზე უფრო მძიმეა და მიემართება ქვევით დაბალი ბორცვებისკენ. არ გააშენოთ ხეხილი ხეობაში.

ტოპოგრაფია:

  • იდეალური დაქანება – 2-10%
  • მისაღები – 10-20%
  • ზღვრული – 20-40%
  • შეუფერებელი – 40%-ზე მეტი

დაქანების მიმართულება:

  • სამხრეთისკენ. ახასიათებს ტემპერატურის მაღალი ცვალებადობა ზამთარში, სწრაფად თებება გაზაფხულზე, ყვავილობას იწყებს ადრე - არსებობს ყინვისგან ყვავილების დაზიანების დიდი რისკი. ყველაზე თბილი ფერდობია - აქტიური ტემპერატურა ჯამში 25%-ზე მეტია როგორც ჩრდილოეთი მიმართულების დაქანებაზე. ნაყოფი ადრე იწყებს დამწიფებას - კარგია ადრეული მოსავლისათვის ან გვიანი ჯიშებისთვის, რომლებიც მოითხოვს ხანგრძლივი ვეგეტაციის პერიოდს.
  • დასავლეთით. მეტად ქარიანია. ქარიანობას შეუძლია სირთულეების შექმნა მოწამვლისას ზრდის სეზონზე, დამტვერვისას ყვავილობის დროს; ქარიანობა აზიანებს ნაყოფს.  
  • აღმოსავლეთით. ზომიერია. დილის მზის სხივებს ყველაზე ადრე იღებს. ახასიათებს უფრო აქტიური ფოტოსინთეზი. ასეთ ფერდობზე ნაყოფი და ფოთლები შეიძლება უფრო ადრე გაშრეს დილას, რაც ამცირებს გარკვეული დაავადებების გავლენას.
  • ჩრდილოეთით. უფრო ნელა თბება გაზაფხულზე, ყვავილს იღებს შედარებით გვიან და მოსავალს იძლევა გვიან. გამოსადეგია თუ გჭირდებათ მოსავლის აღების პერიოდის გახანგრძლივება.

მინდვრებსა და ხეობებში ნიადაგი უფრო მეტად ნესტიანია. ხის ზრდის პერიოდი უფრო ხანგრძლივია და თვლემის პერიოდისთვის მომზადებას ვერ ასწრებენ ზამთრის დადგომამდე. ცივ რეგიონებში ასეთი ხეხილის ხეები შეიძლება დაზიანდეს ყინვის შედეგად. მინვრებსა და ხეობებს ჰაერის ცუდი ცირკულაცია ახასიათებს - აქ დიდხანს იცის ცივი ჰაერი ან ნისლი, რის გამოც ხეები უფრო მეტად მიდრეკილია დაავადებებისკენ.

ნიადაგის თვისებები.

ნიადაგის ნაყოფიერება უნდა იყოს ზომიერიდან ქვემოთ. ხილის სახეობათა უმეტესობა ნაკლებად საჭიროებს ძირითად საკვებ ნივთიერებებს. მაგალითად, ვაშლის ბაღისთვის სრული მოსავლიანობის დროს (30-35 ტონა/ჰა) საჭიროა მხოლოდ 33 კგ/ჰა აზოტი, 5 კგ/ჰა ფოსფორი, 51 კგ/ჰა კალიუმი, 25 კგ/ჰა კალციუმი და 5 კგ/ჰა მაგნიუმი. ეს რამდენიმეჯერ ნაკლებია საკვები ნივთიერებების იმ რაოდენობაზე, რაც   სჭირდება მინდვრის მოსავალს ან ბოსტნეულს. ზედმეტად ნაყოფიერი ნიადაგი იწვევს ხის გადამეტებულ ზრდას. უფრო ადვილია სასუქის დამატება ხის ზრდის ენერგიის მომატებისთვის ვიდრე მისი შემცირების მცდელობა.  ხეხილი კარგად იზრდება ისეთ ნიადაგში, სადაც pH-ის დონე 6.0-დან 6.5-მდეა. მისი მაღალი და დაბალი დონე იწვევს საკვები ნივთიერებების უკმარისობას. 7.2-ზე მეტი pH-ის დონე განსაკუთრებით ამცირებს  B, Cu, Mn, Zn, და Fe მინერალების ათვისებას.

ნიადაგის კარგი დრენაჟის მოწყობა ძალიან მნიშვნელოვანია. ინტენსიური ტექნოლოგიით გაშენებული ხეხილის ხე ზრდის პროცესში ვერ ეგუება დაჭაობებულ ნიადაგს ხანგრძლივი დროით. კურკოვანი ხილი (ატამი, ბალი და ქლიავი) ყველაზე მეტად მგრძნობიარეა ცუდი დრენაჟისადმი. ვაშლი საშუალო ამტანობისაა, ხოლო მსხალს შეუძლია აიტანოს უფრო ცუდი დრენაჟის მქონე ნიადაგი.   

დარგვამდე დიდი ხნით ადრე შეაგროვეთ ნიადაგის წინასწარი ნიმუშები იმისათვის, რომ გქონდეთ საკმარისი დრო ნიადაგში საჭირო ცვლილებების განსახორციელებლად. გამოიყენეთ საჭირო სასუქი მინერალები და მათი კოეფიციენტი ნიადაგის ანალიზის მიხედვით (ცხრილი ). თუ ნიადაგის ზედა და ქვეთა შრეებში საკმარისი საკვები ნივთიერებებია და კალიუმ/მაგნიუმის ნორმა 3.5-ზე ნაკლებია, ასეთი ნიადაგი არ საჭიროებს სასუქს ხეხილის გაშენებამდე.  

ცხრილი 3. ნიადაგის საკვები ნივთიერებების შემცველობა და სასუქის რეკომენდირებული ნორმა ხეების დარგვამდე

ნიადაგი

საკვები ნივთიერებების შემცველობა

დაბალი

საშუალო

მაღალი

 

P2O5 შემცველობა (მგ/კგ ნიადაგზე)

ნიადაგის ყველა ტიპი:

შრე 0-20 სმ

შრე 21-40 სმ

 

<45

<35

 

45-90

35-70

 

>90

>70

 

P2O5 სასუქის ნორმა, კგ/ჰა

 

300

100-200

-

შრე 0-20 სმ

K2O შემცველობა (მგ/კგ ნიადაგზე)

თიხანარევი ქვიშა

თიხნარი ნიადაგი

თიხა

<60

<100

<150

60-100

100-150

150-250

>100

>150

>250

შრე 21-40 სმ

თიხანარევი ქვიშა

თიხნარი ნიადაგი

თიხა

 

<35

<60

<100

 

35-60

60-100

100-150

 

>60
>100
>150

 

K2O სასუქის ნორმა, კგ/ჰა

 

150-300

100-200

-

 

MgO შემცველობა (მგ/კგ ნიადაგზე)

თიხანარევი ქვიშა

თიხნარი ნიადაგი

თიხა

<40

<70

40-70

70-100

>70

>100

ნიადაგის ყველა ტიპი

კალიუმ/მაგნიუმის კოეფიციენტი

ძალიან მაღალი

მაღალი

ოპტიმალური

>6

3,5-6

<3,5

MgO სასუქის ნორმა, კგ/ჰა

120-200

60-120

-

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ნაწილი 2

ნიადაგის მომზადება.

დარგვამდე ნიადაგის განოყიერება, საჭიროების შემთხვევაში, ხდება უბრალო სასუქით: სუპერფოსფატით და კალიუმის ქლორიდით. შესაძლებელობის მიხედვით გამოიყენება ასევე ორგანული სასუქი (ნაკელი) ან რკინის შპატი (თეთრი მდოგვი, მინდვრის კომბოსტო და ა.შ.) მწვანე სასუქის სახით. ნაკელის ნორმაა 60-80 ტონა ჰექტარზე. ნაკელს არა მარტო შეაქვს საკვები ნივთიერებები ნიადაგში, არამედ აუმჯობესებს ნიადაგის ფიზიკურ თვისებებს (სტრუქტურას, წყლის შეკავების უნარს). როგორც წესი, ნაკელი შეიცავს სარეველა ბალახის თესლს. ამიტომ, საკმარისი დროა საჭირო სარეველა ბალახის გასაკონტროლებლად. ნაკელის შეტანისთვის საუკეთესო პერიოდი დგება დარგვამდე ერთი წლით ადრე.       

ზიანის მომტანი მრავალწლიანი სარეველა ბალახი უნდა გაკონტროლდეს დარგვამდე, რადგან ამ დროს ეფექტიანი ჰერბიციდების არჩევანი მეტია და არასწორი გამოყენების თანმდევი საფრთხეები ნაკლები. მრავალწლიანი სარეველა ბალახების უმრავლესობის გაკონტროლება შესაძლებელია აქტიური ნივთიერებების შემცველი ჰერბიციდების ნაზავით: გლიფოსატი (3-6 ლ/ჰა) და MCPA (2-მეთილ-4-ქლორფენოქსი-ძმარმჟავა) (1.5-2 ლ/ჰა). თუ ხეხილის ბაღისთვის განკუთვნილი მიწაზე ძალიან ბევრი სარეველა ბალახია, უმჯობესია ერთი სეზონის განმავლობაში ის დაუმუშავებელი დარჩეს. აქ სარეველა ბალახი უნდა გაკონტროლდეს მექანიკურად (კულტივაცია, მოხვნა, დისკური ფარცხი) ზაფხულის შუა პერიოდამდე. მოგვიანებით, ჰერბიციდები გამოიყენება როგორც კი მრავალწლიანი სარეველა ბალახის დაიწყებს ზრდას და მიაღწევს 15-20 სმ-ს. თუ ხეხილის ბაღის მიწაზე არ არის ბევრი სარეველა ბალახი, გაზაფხულზე ითესება სიდერიტი (რკინის შპატი) და მიწა უნდა მოიხნას ივნისის ბოლოს. მოგვიანებით, გაზრდილი სარეველა ბალახის გაკონტროლება ხდება მექანიკურად ან ჰერბიციდებით. თუ სიდერიტი კვლავ გაიზრდება, გამოიყენეთ აზოტის სასუქი - ამით მიიღებთ მეტ მწვანე ნაკელს და დარგულ ხეებსაც მეტი საკვები ნივთიერება ექნება. 

არ მოხნათ მიწა 30-35 სმ-ზე მეტ სიღრმეზე. არ არის საჭირო სიღრმიდან არანაყოფიერი ნიადაგის ამოტანა ზედაპირზე.

დარგვა.

დარგვის დრო. ხის ადაპტაციისა და შემდგომი ზრდისთვის უკეთესია ხის დარგვა შემოდგომაზე. ნაკლებად ყინვაგამძლე ჯიშები როგორიცაა ნექატარინი და ატამი უნდა დაირგას გაზაფხულზე, თუ ზამთრის მოსალოდნელი ტემპერატურა -15oC-ია. ყველა ხეხილი უნდა დაირგას გაზაფხულზე თუ ზამთრის მოსალოდნელი ტემპერატურა -25oC-ზე დაბალია. ხეები გაზაფხულზე რაც შეიძლება ადრე უნდა დაირგას იმისათვის, რომ ხემ ზრდა კარგად დაიწყოს.  

რიგების მიმართულება. თუ ფერდობი ამის საშუალებას იძლევა, უკეთესია რიგები მიემართებოდეს ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ იმისათვის, რომ ხეხილს მეტი მზის სინათლე მოხვდეს და კარგი ხარისხის ნაყოფი გამოიღოს. 

დასარგავი მასალა. შეარჩიეთ საუკეთესო ხარისხის მცენარეები. ხარისხში გადახდილი მეტი თანხა აგინაზღაურდებათ უკეთესი ზრდის, ადრეული მოსავლისა და ხეების მარტივი ფორმირების ხარჯზე. ინტენსიური ხეხილის ბაღებისთვის გამოიყენეთ მხოლოდ სერტიფიცირებული ვირუსისგან თავისუფალი დასარგავი მასალა (სურათი 5). ნერგს უნდა ჰქონდეს სულ ცოტა 4 გვერდითი ტოტი, მიწის სიმაღლიდან არანაკლებ 70 სმ-ზე. 2-3 წელიწადში ნაყოფის სიმძიმის გამო დაბლითა მარცხენა გვერდითი ტოტები მიწამდე დაეშვება და ამდენად პრობლემას შექმნის ნიადაგის დამუშავებისა და მოსავლის აღებისას.   

კნიპ-ბაუმის მეთოდით გაზრდილი ვაშლისა და მსხლის ხეების ტოტები ქმნიან ფართო კუთხეს ხის შტამბსა და ტოტებს შორის. ასე ჰორიზონტალურად განლაგებული ტოტები უფრო ძლიერია (არ ტყდება) ვიდრე ვერტიკალური ტოტები (სურათი 4). ორწლიანი ხის ტოტები, როგორც წესი, უნდა დაფიქსირდეს ჰორიზონტალურ მდგომარეობაში. ერთწლიანი კნიპ-ბაუმის ტიპის ხე საუკეთესო არჩევანია კურკოვანი ხილის სახეობების მოსაყვანად. 

 

 

სურათი 4. დასარგავი მასალის ტიპები: ა) ერთლიანი დაუტოტავი ხე, ბ) ერთლწლიანი დატოტვილი ხე, გ) ორწლიანი ხე, დ) კნიპ-ბაუმის ტიპის (ორწლიანი ერთწლიანი გვირგვინით)

             

 

სურათი 5. მარცხნივ: ინტენსიური ხეხილის ბაღის გასაშენებლად გამოყენებულ უნდა იქნას საუკეთესო ხარისხის დასარგავი მასალა. მარჯვნივ: მომაკვდავი ხეხილის ბაღი, რომელიც გაშენებულია არასერტიფიცირებული დავირუსებული დასარგავი მასალით.

 

დარგვის სიღრმე. ვეგეტატიურად გამოყვანილ საძირეებზე (კლონირებულ საძირეებზე) გაზრდილი ყველა ხე უნდა დაირგას იმგვარად, რომ სანამყენე დარჩეს ნიადაგის ზედაპირზე საძირესა და ყლორტს შორის. თუ სანამყენე ნიადაგის სიღრმეში მოხვდა საძირის ყველა დადებითი თვისება დაიკარგება - ნაგალა ხე (განსაკუთრებით ვაშლის) გახდება სწრაფად მზარდი. თუ სანამყენე მიწის ზედაპირიდან ზედმეტად მაღლა დარჩა, მოიმატებს ნაგალა ხის ეფექტი. შეჩერდება ასეთი ხის ზრდა, ნაყოფი დარჩება მცირე ზომის და ხეხილის ბაღის სავარაუდო სიცოცხლის ციკლიც შემცირდება (სურათი 6). მცენარის სახეობებიდან და ვეგეტატიური საძირიდან გამომდინარე, სანამყენე მიწის ზედაპირიდან დაშორებული უნდა იყოს: 5-20 სმ-ით ვაშლის ხის, 5-10 სმ-ით ბლის ხის, 0-10 სმ-ით მსხლის ხის, 0-5 სმ-ით ქლიავის ხის შემთხვევაში.  

თუ რეგიონისთვის უფრო მეტად დამახასიათებელია მკაცრი ზამთარი და ტემპერატურა -25oC-მდე ვარდება, ნაკლებად ყინვაგამძლე საძირეზე გაზრდილი ხეები (M.9 ვაშლის, კვინსი C მსხლის ხისთვის) უნდა დაირგას იმგვარად, რომ სანამყენე მიწის ზედაპირიდან 5 სმ-ზე ზემოთ არ აღმოჩნდეს, რათა თავიდან ავირიდოთ ყინვისგან გამოწვეული ზიანი ზამთრის პერიოდში.   

    

სურათი 6. ყველა ხე 6 წლისაა, ერთი სახეობისა და ერთნაირ საძირეზეა გაზრდილი. განსხვავება მხოლოდ დარგვის სიღრმეშია. მარცხნივ დარგული ხე (სანამყენე მიწის ზედაპირიდან 30 სმ-ზე ზემოთ) დარჩა პატარა და განუვითარებელი. მარჯვნივ ღრმად დარგული ხე სწრაფად იზრდება და მცირე მოსავალს იძლევა. შუაში, მიწის ზედაპირიდან 10 სმ-ზე, დარგული ხე განვითარდა ოპტიმალურად.  

 

ხის მოვლა დარგვს შემდეგ.

ყველა ტოტი ნიადაგის ზედაპირიდან 70 სმ სიმაღლეზე ქვემოთ უნდა მოიჭრას. თუ ლიდერი ტოტი ძალიან მაგარია, ის უნდა დამოკლდეს ისე, რომ მოექცეს ყველაზე მაღალი გვერდითა ტოტიდან 20ს-ით ზემოთ (სურათი 7). ზრდის პირველ რამდენიმე წელს მთავარია გაძლიერდეს ხის ზრდის პროცესი დარგვის შემდეგ ირიგაციისა და ფერტიგაციის გზით, შემცირდეს გასხვლა დარგვისას და პირველ სამ წელიწადს და მოხდეს ტოტების გადაწევა ადრეული მოსავლის მისაღებად. ძალიან დატოტვილი ხეები დარგვიდან უკვე მეორე წელს იძლევა კარგ მოსავალს. არ დაუშვათ ნაყოფის გამოღება დარგვიდან პირველივე წელს.     

 

 

სურათი 7. ვაშლის და მსხლის ხის გასხვლა დარგვის შემდეგ.

 

ხეხილის ბაღის ნიადაგის მართვა

 

            ხეხილის ბაღში ნიადაგის მართვას რამდენიმე მიზანი აქვს: ადვილი უნდა იყოს ხეებისა და ნაყოფისთვის კარგი პირობების შექმნა და შენარჩუნება, ნიადაგის სტრუქტურის შენარჩუნება, ნიადაგის ეროზიის შემცირება და უნდა შეიცავდეს საკმარის წყალსა და საკვებ ნივთიერებებს.

            არსებობს ნიადაგის მართვის სხვადასხვა სისტემა:

  • ბალახის საფარი რიგებს შორის და მცენარეულის თავისუფალი ზოლებით რიგში.
  • ბალახის საფარი რიგებს შორის და მულჩით დაფარული რიგით.
  • დამცავი კულტურები (სიდერიტები) რიგებს შორის და მცენარეულის თავისუფალი ზოლებით ან მულჩით დაფარული რიგები.
  • მთლიანი სუფთა კულტივაცია.

კულტივაციის რაოდენობა დაყვანილ უნდა იქნას მინიმუმამდე, რადგან კულტივაციის შედეგად ნიადაგი იტკეპნება, ხდება დაჯანგვა და იკარგება ორგანული ნივთიერებები. კულტივაციას შეუძლია გაანადგუროს ფესვები თუ ღრმად და ხეებთან ახლოს გატარდა (სურათი 8).

 

სურათი 8. ხეხილის ბაღის ხშირი კულტივაცია არ არის საუკეთესო საშუალება ინტენსიური მებაღეობისათვის, განსაკუთრებით ფერდობზე გაშენებული ბაღისთვის.

მუდმივ მცენარეულ საფარს ხეხილის ბაღში ბევრი უპირატესობა აქვს (სურათი 9). ბალახის საფარის მქონე ხეხილის ბაღში მუშაობა უფრო ადვილია ადრე გაზაფხულზე და გვიან შემოდგომაზე, ასევე კულტივაციაზე მეტად ადვილი და უფრო იაფია მოხვნა. თუ ნიადაგს კულტივაცია არ უკეთდება, არ არსებობს შესაბამისად ფესვების დაზიანების და არც ორგანული ნივთიერების ან ნიადაგის სტრუქტურის მოშლის საფრთხე. ნიადაგი მუდმივად დაცულია ეროზიისგან. ასევე აღარ იარსებებს ორგანული დანამატების საჭიროება. ტორფი კარგია ვაშლის, მსხლისა და ქლიავის ხეებისთვის. ვაშლის ხის ნაყოფი უფრო ხასხასა ფერისაა თუ რიგებს შორის ბალახის საფარია მწყობილი, რისი ნათელი მტკიცებულებებიც არსებობს. ატმისა და გარგარის მოყვანაც შესაძლებელია ტორფში, მაგრამ დამატებითი ზრუნვაა საჭირო იმისათვის, რომ შემცირდეს კონკურენცია წყალსა და საკვებ ნივთიერებებზე.    

მუდმივი ბალახის საფარის მხოლოდ ერთი ნეგატიური მხარე არსებობს. ის ხეებს ეცილება წყალსა და საკვებ ნივთიერებებში, ამიტომ საჭიროა მისი მოთიბვა 5-8-ჯერ სეზონზე და მეტი აზოტის შეტანა (სურათი 10).

 

სურათი 9. ნიადაგის რეკომენდირებული მართვა ინტენსიური ხეხილის ბაღში: მუდმივი ბალახის საფარი რიგებს შორის, რომელიც ხშირად ითიბება და ჰერბიციდების ზოლები რიგში.

ნიადაგის საფარად გამოიყენება მხოლოდ ერთთესლიანი ბალახი. მოყვავილე ბალახმა შეიძლება მიიზიდოს ფუტკარი, რომელიც მოიწამლება მცენარის დასაცავად გამოყენებული პესტიციდებით. ბალახის საფარი უნდა იყოს მაქსიმალურად ვიწრო, რათა თავიდან იქნას აცილებული ბალახისა და ხის კონკურენცია, თუმცა არც ტრაქტორის ბორბლებს შორის მანძილზე ვიწრო უნდა იყოს. თუ ხეები დარგულია 3 მ დისტანციით რიგებს შორის - ბალახის საფარის სიგანე უნდა იყოს 1.5მ, თუ 4 მეტრია - ბალახის საფარის სიგანე უნდა იყოს 2 მ.

15-20 სმ ბალახი უნდა მოითიბოს. მოთიბული ბალახი რჩება ნიადაგზე როგორც მულჩი და ორგანული ნივთიერებების წყარო. ზაფხულის ბოლოს და ადრეულ შემოდგომაზე, შეიძლება მაღალი ბალახის დატოვებაც. მაღალი ბალახი მეტ აზოტს მოიხმარს და ნაყოფიც უფრო ხასხასა ფერს მიიღებს, ხოლო ხეები უკეთ მომზადებული იქნება ზამთრისთვის. 

მოსავლის აღების შემდეგ, რიგებს შორის ბალახი უნდა მოითიბოს, რათა თავიდან იქნას აცილებული მღრღნელების შემოსევა და ხის შტამბის შემდგომი დაზიანება.

სურათი 10. ხეხილის ბაღის ბალახის სათიბი.

რიგებში გაზრდილი სარეველა ბალახის კონტროლი საჭიროა იმისათვის რომ არ დავუშვათ წყლისა და საკვები ნივთიერებებისთვის კონკურენციისთვის. ჰერბიციდებმა ეს საქმე უფრო გაადვილა. როგორც წესი, ჰერბიციდების ორჯერ გამოყენებით ბალახის კონტროლი ხდება მთელი სეზონის განმავლობაში. ვაშლი, ისევე როგორც სხვა ხილი ნაკლებად მგრძნობიარეა ჰერმიციდების მიმართ, ამიტომ შეიძლება გამოყენებულ იქნას ჰერბიციდების ფართო ასორტიმენტი მაღალი დოზით. ყველა ჰერბიციდი მათი დანიშნულების მიხედვით კლასიფიცირდება როგორც ნიადაგის, სისტემურ და კონტაქტურ ჰერბიციდებად.     

ნიადაგის ჰერბიციდები, როგორიცაა კერბი, სეზარონი, დევრინოლი, აზოტოპი, სენაზინი, აკონტროლებს თესლის განვითარებას და კარგია წლიური სარეველა ბალახისთვის. რეკომენდაციები ნიადაგის ჰერბიციდების გამოყენებისათვის შემდეგია:

  • მათი შეტანა ხდება სველ ნიადაგზე;
  • გამოიყენება წელიწადში ერთხელ გვიან შემოდგომაზე ან ადრეულ გაზაფხულზე;
  • სამუშაო ხსნარის გამოყენების ნორმაა 600 ლ/ჰა.

სისტემური ჰერბიციდების ფართო სპექტრი არსებობს: ეს შეიძლება იყოს  ჰერბიციდი, რომლის აქტიური ინგრედიენტია გლიფოსატი ან  სელექციური, როგორიცაა ლონტრელი, 2-მეთილ-4-ქლორფენოქსი ძმარჟავა (MCPA) და ა.შ.  ორლებნიანი სარეველასთვის, და ფუზილადი, ლეოპარდი, აგილი და ა.შ. ერთლებნიანი სარეველასთვის.  

რეკომენდაციები სისტემური ჰერბიციდების გამოყენებისთვის შემდეგია:

  • შეასხურეთ სპეციალური შესასხურებლით, რომ ქიმიური ნივთიერება არ მოხვდეს ფოთლებზე;
  • ორლებნიან სარეველა ბალახზე გლიფოსატების ან ჰერბიციდების შესხურებამდე, ყველა ძირიანი საცეცი უნდა მოშორდეს;
  • გამოიყენეთ ინტენსიური ზრდის ენერგიის მქონე სარეველა ბალახზე (10-20 სმ);
  • გლიფოსატების გამოყენება დაიწყეთ ხეხილის ბაღის გაშენებიდან მხოლოდ ორი წლის შემდეგ. ან ეცადეთ არ დაუშვათ ქიმიური ნივთიერების მოხვედრა ხის შტამბზე (ახალგაზრდა ხის ქერქი მგრძნობიარეა გლიფოსატების მიმართ);
  • გამოიყენეთ 200 - 300 ლ/ჰა სამუშაო ხსნარი.

კონტაქტური ჰერბიციდები როგორიცაა რგლონი, ბასტა და ა.შ. აკონტროლებს სარეველა მცენარეს მისი მწვანე ნაწილის განადგურების გზით. ჰერბიციდის გამოყენების შემდეგ მრავალწლიანი სარეველა ბალახი ერთი თვის შემდეგ ხელახლა იზრდება. კონტაქტური ჰერბიციდები საუკეთესო არჩევანია ახალგაზრდა ხეხილის ბაღისთვის (დარგვიდან პირველი ორი წლის შემდეგ), სადაც ვერ გამოიყენებთ გლიფოსატებს.   

სურათი 11. ხეხილის ბაღში ჰერბიციდების შესასხურებელი მანქანა სპეციალური დამცავი ფუნქციით, რაც ხელს უშლის ნივთიერების ფოთლებზე მოხვედრას  (ფოტო ინტერნეტიდან).

ხის ქვეშ სარეველა ბალახის კოტროლი შესაძლებელია არა-ქიმიური გზით მულჩის გამოყენებით (სურათი 12). თივის, ჩალისა და ხის ნაფოტებისგან შესანიშნავი მულჩი კეთდება. წყლისა და საკვები ნივთიერებებისთვის კონკურენციის შემცირებასთან ერთად, მულჩი იანრჩუნებს ნიადაგის სინესტეს აორთქლების შემცირების და ორგანული ნივთიერებების დამატების გზით. დაშლისას ის ასევე გამოყოფს საკვებ ნივთიერებებს როგორიცაა აზოტი და კალიუმი. მულჩი ხელს უწყობს ზამთარში ნიადაგის მაღალი, ხოლო ზაფხულში დაბალი ტემპერატურის შენარჩუნებას. ის აძლიერებს ფესვის მუშაობა ნიადაგის ზედა ფენებში და ასევე შეუძლია მიკრობების აქტიურობის გაზრდა. შემოდგომა საუკეთესო დროა მულჩისთვის. მულჩის გამოყენებისას აუცილებელია მღრღნელის (თაგვის) კონტროლი სხვადასხვა გამაღიზიანებლით. მულჩი ხის შტამბიდან სულ მცირე 25-30 სმ მანძილზე უნდა მოათავსოთ. მულჩის ფენა საკმარისი უნდა იყოს (15 სმ სიღრმის).

სურათი 12. ახალგაზრდა ხეების შალგის ჩალისგან გაკეთებული მუჩით დაფარვა

ნაწილი 3

საყრდენი სისტემა

            ინტენსიური ხეხილი ბაღში ყველა მცენარე გაშენებულია ნაგალა საძირეზე. ასეთ საძირეზე გაზრდილი ყველა ხეს მეჩხერი ფესვთა სისტემა აქვს და შეიძლება წაიქცეს ან გატყდეს ნაყოფის სიმძიმისგან  (სურათი 13). ამიტომ აუცილებელია დიდი ყურადღება მიექცეს ხის საყრდენ სისტემას. ვაშლი, მსხალი და ქლიავი ხეხილის ის სამი სახეობაა, რომელთაც ინტენსიური ბაღის პირობებში საყრდენი სჭირდება მთელი სიცოცხლის მანძილზე პირველი წლიდან დაწყებული. მიუხედავად იმისა, რომ ბლის, გარგარის ან ატმის ნაგალა საძირეები მოიპოვება, ამ სხეობის ხეები ავტონომიურია ინტენსიურ ბაღებშიც კი. ზოგჯერ მათთვის შპალერებიც აუცილებელია თუ ხდება ხის ვარჯის სპეციალური ფორმირება (სხვადასხვა ტიპის პალმეტო, V სისტემა, ვერტიკალური მსხმოიარე ამონაყარი). 

სურათი 13. ვაშლისა და მსხლის ინტენსიურ ბაღებში საჭიროა სათანადო საყრდენი სისტემა.

 

            სარი ხის ყველაზე მარტივი საყრდენია (სურათი 14). მაგრამ, ვინაიდან მან უნდა გაძლოს ხეხილის არსებობის მთელ პერიოდს, მნიშვნელოვანია ყურადღებით შეირჩეს. სარი უნდა იყოს მინიმუმ 3 მეტრი სიმაღლის და 6-8 სმ დიამეტრით. გამოიყენეთ ისეთი ხის სახეობა, რომელიც მალე არ ლპება. სარი კარგად უნდა იყოს ნიადაგში ჩარჭობილი. ზოგიერთი ხის სახეობა არ ლპება. ერთ-ერთი ასეთი სხეობაა თეთრი აკაცია და წაბლი. გაითვალისწინეთ, რომ მრგვალი ხე უფრო გამძლე ვიდრე ხერხით დამუშავებული. სარისთვის უნდა გამოიყენოთ მხოლოდ მშრალი ხე.  

სარი ნიადაგში ერჭობა დაახლოებით 60-70 სმ სიღრმეზე, ხისგან 15 სმ-ის დაშორებით.  

სურათი 14. ინდივიდუალურ სარზე მიმაგრებული ვაშლის ხე ინტენსიურ ბაღში.

            ინდივიდუალური სარის სისტემის გაკეთებნა ადვილია, თუმცა ძვირი ჯდება თუ ბაღში ჰექტარზე 1200-ზე მეტი ხეა გაშენებული. 

            თუ ბაღში ჰექტარზე 1500 ხეზე მეტია გაშენებული, შპალერის სისტემა უფრო იაფი დაჯდება. ის შეიძლება ორი ტიპის იყოს. პირველი, 2 მეტრ სიმაღლეზე დამაგრებული ერთი მავთულით და 2.5 მეტრის ცალკეული სარებით ყოველი ხისთვის. ამ შემთხვევაში სარების ჩარჭობა ნიადაგში არ ხდება და შედარებით იაფი ხის მასალა გამოიყენება (ბამბუკი, დახერხილი ხე). სარის ზედა ბოლო მიბმულია მავთულზე, ხოლო ქვედა - ხის ძირზე (სურათი 15). ასეთი სისტემის გამოყენებისას ხის ფორმირება, გასხვლა და მოსავლის აღება ადვილია, ვინაიდან მუშას შეუძლია ხის გარშემო იმოძრაოს. ასეთი უპირატესობა არ გააჩნია შპალერის სხვა სისტემას, რომელშიც მხოლოდ 3-4 მავთული გამოიყენება (სურათი 16).

სურათი 15. შპალერის სისტემა ერთი მავთულით და ბამბუკის სარებით.

სურათი 16. 4 მავთულიანი შპალერის დამონტაჟება.

           

3-4 მავთულიანი შპალერი ყველაზე იაფი საყრდენი სისტემაა. პირველი მავთული გაჭიმულია 70 სმ სიმაღლეზე - სწორედ ი, სადაც ხის გვირგვინი იწყება, სხვა მავთულები გაჭიმულია 50 სმ დაშორებით. მავთული უნდა იყოს 3-4 მმ სისქის და დამზადებული უჯანგავი ფოლადისგან. ხის ძირი მავთულზე მიბმულია ელასტიური პოლივინილის ძაფით, მაგრამ ხის ძირი არ ეხება მავთულს. ხის ქერქის დაზიანების თავიდან ასაცილებლად, პირველად მავთული 5-8 სმ სიგრძზე იხვევა ძაფით და ხის ძირი მჭიდროდ ებმება მავთულის ამ დაფარულ ნაწილს.

შპალერის ორივე ტიპის შემთხვევაში ბეტონის სვეტები ან რკინის მილები (2.7-3 მ სიმაღლის) რიგში განლაგებულია 10-15 მ მანძილის დაშორებით და ნიადაგში ერჭობა 70 სმ სიღრმეზე. უკიდურესი სვეტები რიგის დასაწყისსა და ბოლოში დამაგრებულია.  

 

ინტენსიური მებაღეობა: სად შეიძლება ფულის დაზოგვა?

  • გამოიყენეთ მექანიკური საშუალებები რაც შეიძლება მეტად: არ მოთიბოთ ბალახი ტრიმერით, მის ნაცვლად გამოიყენეთ სათიბი ტრაქტორი. არ შეწამლოთ (20 ლიტრის მოცულობის) ზურგის შესაწამლი აპარატით, არამედ გამოიყენეთ შესაწამლი ტრაქტორი (1500 ლიტრის მოცულობის). გამოიყენეთ სხვადასხვა პლატფორმა კიბის ნაცვლად.  
  • მცენარეს მიეცით მხოლოდ ის საკვები ნივთიერება, რომელიც სჭირდება. გაანოყიერეთ მხოლოდ ნიადაგისა და ფოთლის ანალიზის მიხედვით.  

 

ინტენსიური მებაღეობა: სად არ შეიძლება ფულის დაზოგვა?

  • როდესაც არ ხდება ხის ვარჯის ფორმირება და გასხვლა ყოველ წელს;
  • როდესაც გამოიყენება მცენარის დაცვის ნაკლები საშუალებები;
  • როდესაც არ ხდება ნაყოფის გათხელება.

ყველა ეს ტექნოლოგიური საშუალება მიმართულია ნაყოფის ხარიხის გაუმჯობესებისკენ და მათ ხარჯზე თანხის დაზოგვა ყველაზე დიდი შეცდომა იქნება. თუ ნაყოფის ხარისხის გაუმჯობესება დამატებით რესურსებს მოითხოვს, ღირს ამისთვის ხარჯის გაწევა. არ დათვალოთ ხეხილის ბაღიდან მიღებული საერთო შემოსავალი - დათვალეთ უმაღლესი ხარისხის ნაყოფის გასაყიდი მოსავალი.

ხეხილის ბაღიდან შემოსავლის გაზრდა  ხილის სწორი სახეობების შერჩევით ან დიდი ზომის ხილის მოყვანით უფრო ადვილია, ვიდრე ხეხილის ბაღის მოვლის ხარჯის შემცირებით და ყველა ტექნოლოგიური სამუშაოს შეუსრულებლობით.   

ნაწილი 4.

ვაშლის ინტენსიური ზრდის ტექნოლოგია

           

საძირეს შერჩევა. ვაშლის ინეტნსიური ბაღის გასაშენებლად მხოლოდ ნაგალა საძირეები უნდა იქნას გამოყენებული. M.9 და მისი კლონები M.9 T337 (ნიდერლანდები, პაჟამ 1 და 2 (საფრანგეთი) ყველაზე პოპულარული საძირეებია მსოფლიოში. რუსული B.9 და B.396 (62-396) ან პოლონური P 67 და P 60 რეკომენდირებული იმ ადგილებისთვის, სადაც ზამთარი უფრო მკაცრი და მუდმივი თოვლის საფარის გარეშე იცის.

სახეობის შერჩევა. ვაშლის სახეობის შერჩევა დამოკიდებულია საბაზრო სტრატეგიაზე. თუ ადრეულა ვაშლი არ იყიდება კარგ ფასად, უნდა შეირჩეს ზამთრის ჯიშები შენახვის კარგი გამძლეობით. საქართველოს შედარებით თბილ რეგიონებში მსოფლიოში არსებული ვაშლის ჯიშების უმრავლესობის მოყვანა შეიძლება. დამატებითი ინფორმაცია ჯიშების შერჩევის შესახებ იხილეთ რეკომენდაციების ნაწილში.    

ნარგავების სიმჭიდროვე. ზოგადად, რაც უფრო მჭიდროა ნარგავები, მით უფრო მეტია დანახარჯი ბაღის გასაშენებლად. თუმცა, ადრეული მოსავლის სიუხვისა და მაღალი საერთო მოსავლიანობის გამო, რენტაბელობა ძირითადად გაიზარდა გარკვეულ დონემდე ხეების სიმჭიდროვის ხარჯზე. მიუხედავად ამისა, საერთო მოსავლიდან მიღებული ნაკლები მოგება ჰექტარზე, ხეების მაღალი სიმჭიდროვის პირობებში, ნიშნავდა, რომ ხეების მაღალი სიმჭიდროვე არ იძლეოდა იმაზე მეტ მოგებას ვიდრე უფრო მეტად ზომიური სიმჭიდროვის ნარგავები. ხეების ყველაზე მომგებიანი სიმჭირდოვეა 2300-3500 ხე/ჰა (ცხრილი 4).  

რიგებს შორის მანძილი დამოკიდებულია ტრაქტორისა და ბაღის ტექნიკის სიგანეზე. ბაღებისთვის, სადაც რიგებს შორის დაშორება შეადგენს 3 მეტრს, სპეციალური ბაღის ტრაქტორებია საჭირო.

რიგში ხეებს შორის მანძილი დამოკიდებულია ჯიშის ზრდის ენერგიაზე და ხის ფორმირების სისტემაზე. ჯიშების უმრავლესობისთვის რეკომენდირებულია 1-1.25 მ. ძლიერი ზრდის ენერგიის მქონე ვაშლის ჯიშები შეიძლება დაირგას 1.5 დაშორებით (გრანი სმიტი, ფინქ ლეიდი).

ცხრილი 4. ვაშლის ინტენსიური ბაღისთვის რეკომენდირებული დარგვის სქემები და ხეების რაოდენობა ჰექტარზე. წითელ გრაფებში მოცემულია ეკონომიურად შესაძლებელი დარგვის სქემა.

რიგში ხეებს შორის მანძილი, მ.

რიგებს შორის მანძილი, მ.

3.0

3.5

4.0

0.50

6666

5714

5000

0.75

4444

3809

3333

0.85

3922

3361

2941

1.00

3333

2857

2500

1.25

2667

2286

2000

1.50

2222

1904

1666

2.00

1666

1428

1250

2.50

1333

1142

1000

 

            მსხმოიარე ვაშლის ბაღის განოყიერება. ვაშლის ბაღის განოყიერების ნორმა დამოკიდებულია ნიადაგისა და ფოთლების საკვები ნივთიერებების შემადგებლობით. ნიადაგის ანალიზი უნდა გაკეთდეს ხეხილის ბაღის გაშენებამდე, მაგრამ მსხმოიარე ხეხილის შემთხვევაში ხის საკვები ნივთიერებების შემადგენლობის ოპტიმიზაციის მიზნით ყველაზე ზუსტი შედეგი მოაქვს ფოთლის ანალიზს  (ცხრილი 5). ბაღის განოყიერება ხდება ფოთლის საკვები ნივთიერებების შემადგენლობის მიხედვით სასუქის მიწაზე გაშლის გზით (ცხრილი 6). აზოტის გამოყენება ხდება ორჯერ: საჭირო ოდენობის ნახევრის შეტანა ხდება ადრეულ გაზაფხულზე ზუსტად კვირტის გაშლის წინ, ხოლო მეორე ნახევრის კი - ყვავილობის შემდეგ, როდესაც შესაძლებელია აზოტის სასუქით განოყიერების ადაპტირება ნაყოფის ზრდის მიხედვით: კარგი მსხმოიარობის შემთხვევაში - შეტანილ უნდა იქნეს სასუქის მთლიანი დოზა, ხოლო ცუდი დამტვერვისა და მცირე მსხმიარობის დროს კი - ხეებს ნაკლები აზოტი მიეწოდება იმისათვის, რომ არ მოხდეს მცენარის ზრდის პროვოცირება. ყველა დანარჩენი სასუქის დამატება ხდება შემოდგომაზე.

 

ცხრილი 5. საკვები ნივთიერებების დონე ვაშლის ხის ფოთლებში

 

საკვები ნივთიერება

ძალიან დაბალი

ოპტიმალურზე დაბალი

ოპტიმალური

ოპტიმალურზე მაღალი

აზოტი (N)*

<1.80

1.80–2.09

2.10–2.40

>2.40

კალიუმი (K)*

<0.70

0.70–0.99

1.00–1.50

>1.50

მაგნიუმი (Mg)*

<0.18

0.18–0.21

0.22–0.32

>0.32

ფოსფორი (P)*

 

<0.15

0.15–0.26

>0.26

ბორი (B)**

<18

18–24

25–45

>45

მანგანუმი (Mn)**

<20

20–40

41–100

>100

რკინა (Fe)**

<100

100–300

>300

ცინკი (Zn)**

<20

20–50

>50

სპილენძი (Cu)**

<5

5–20

>20

* % მშრალი ნივთიერება; ** მგ/კგ მშრალი ნივთიერება.

 

ცხრილი 6. სასუქის ნორმა (კგ/ჰა) მსხმოიარე ვაშლის ბაღისთვის

 

საკვები ნივთიერება

საკვები ნივთიერებების შემადგენლობა

ძალიან დაბალი

ოპტიმალურზე დაბალი

ოპტიმალური

ოპტიმალურზე მაღალი

აზოტი (N)

100-120

80–100

50–80

0–50

კალიუმი (K2O)

140–200

100–140

60–100

0

მაგნიუმი (MgO)

100–200

60–120

0

0

ფოსფორი (P2O5)

60–100

0

0

ბორი (B)

5

3

0

0

           

            თუ გამოვლინდა ზოგიერთი მიკრონივთიერების ნაკლებობა, რეკომენდირებულია სასუქის ფოთლებში გაფრქვევა. სასუქი და მათი გამოყენების პერიოდები ნაჩვენებია მე-7 ცხრილში.  

ცხრილი 7. ვაშლის ხის განოყიერება სასუქის ფოთლებში გაფრქვევის გზით.

საკვები ნივთიერების დეფიციტი

სასუქის დამატების დრო

სასუქი და მისი ნორმა კგ/ჰა

ხსნარის კონცენტრაცია, %

სიხშირე

N

ყვავილობის შემდეგ

მოსავლის აღების შემდეგ

კარბამიდი – 5 კგ

კარბამიდი– 50 კგ

0.5

5

3–4*

1

K

ყვავილობის შემდეგ

კალიუმის სულფატი K2SO4 – 10 კგ

1

3–4*

Mg

ყვავილობის შემდეგ

ივნისი-ივლისი

მაგნიუმის სულფატის ჰეპტაჰიდრატი MgSO4·7H2O – 10 კგ

მაგნიუმის სულფატის ჰეპტაჰიდრატი – 20 კგ

1

2

1

3–4*

Ca

ივნისი-სექტემბერი

კალციუმის ქლორიდი CaCl2, (კალციუმის ნიტრატი (Ca(NO3)2) – 3–8 კგ

0.3–0.8

3–8*

B

ყვავილობის შემდეგ

ფოთოლცვენის წინ

ბორაქსი – 5 კგ

ბორაქსი – 10 კგ

0.5

1

1–2*

1

Zn

კვირტის გაშლისას

ფოთოლცვენის წინ

ცინკის სულფატი ZnSO4 – 3 კგ

ცინკის სულფატი ZnSO4 – 5 კგ

0,3

0,5

1

1

Mn

ყვავილობის შემდეგ

მანგანუმის სულფატის ჰეპტაჰიდრატი MnSO4·7H2O – 2 კგ

0,2

1–2*

Fe

ყვავილობის შემდეგ

რკინის სულფატი FeSO–  5 კგ

0,5

3–4*

Cu

ყვავილობის შემდეგ

სპილენძის სულფატი CuSO4 – 1 კგ

0,1

1–2*

* გამოყენება ყოველ 10-14 დღეში;

 

            ვაშლის ხის ფორმირება. ხის ფორმირებისა და გასხვლის ძირითადი მიზანია ნაყოფისთვის უკეთესი განათების შექმნა და ხის ვეგეტატიური ზრდისა და  გენერაციული განვითარების (ზრდა და ნაყოფის გამოღება) ოპტიმიზაცია.

ბაშლის ხის ფორმირება დამოკიდებულია ნარგავებს შორის მანძილზე. ინტენსიურ ბაღში ხის ვარჯის ყველაზე გავრცელებული ფორმაა „ტანადი თითისტარი“ (სურათი 17) და მაღალი „თითისტარი“ (სურათი 18) თავისი მოდიფიკაციებით. ხეების ფორმირება მაღალი „თითისტარის“ ფორმის ვარჯით ხდება როდესაც ხეებს შორის მანძილი 1 მეტრზე ნაკლებია. „ტანადი თითისტარის“ ვარჯის ფორმირება ხდება როდესაც ხეებს შორის მანძილი აღემატება 1 მეტრს.   

როგორც წესი, ვაშლის ხეების გასხვლა ხდება წელიწადში სამჯერ  (და არა სამ წელიწადში ერთხელ!!!). სამწლიანი და მეტი ხნოვანობის ტოტების ჩამოჭრა ხდება ზამტარში ან ადრეულ გაზაფხულზე ხის თვლემის დროს.  ამავე დროს, ყველა ვერტიკალურად მზარდი ტოტები, განსაკუთრებით რომლებიც ხის შტამბთან ქმნის ვიწრო კუთხეს, უნდა მოეცალოს. ასევე უნდა მოსცილდეს ის ტოტები, რომლებიც ხის ძირის ნახევარზე მსხვილია.

როდესაც ხე აღწევს დაგეგმილ სიმაღლეს (2.5 მ) ხდება ხის წვერის გადაჭრა გვერდითი ტოტის ზემოთ მითითებულ სიმაღლეზე. ხის დადაბლების საუკეტესო პერიოდია ყვავილობის დასრულებიდან ორი-სამი კვირის შემდეგ. თუ ტოტების გადაჭრა მოხდება ხის თვლემის დროს, ტოტები სწრაფად გაიზრდება კვლავ. ივნისში ხდება ასევე ახალი ინტენსიური ზრდის ენერგიის მქონე ვერტიკალური ყლორტების, ხის კენწეროზე ან გვერდითი ტოტების ბოლოში ამონაყარის მოცილება.      

გასხვლის მესამე პერიოდი დგება მოსავლის აღებამდე ერთი-ორი ტვით ადრე. ამ დროს ხდება ახალი ყლორტების მოცილება, რომლებიც ქმნის ხის ხშირ გვირგვინს. ამით ნაყოფს მეტი განათება ეძლევა და უფრო ხასხასა ფერს იღებს, ასევე ყლორტებსა და ნაყოფს შორის ნაკლებია კონკურენცია საკვები ნივთიერებებისთვის, რაც ზრდის ნაყოფის შენახვის ხარისხს.    

  

სურათი 17. ვაშლის ხე „ტანადი თითისტარის“ ფორმით. ქვედა ტოტები მუდმივია, ხოლო ზედა ტოტები 1-3 წლისაა.  

     

სურათი 18. ვაშლის ხე მაღალი „თითისტარის“ ფორმით. ყველა ტოტი 1-3 წლისაა.

ყვავილები ან ნაყოფის გათხელება. ყოველ მებაღეს სურს საკუთარი ბაღიდან მიიღოს 80-90% საუკეთესო ხარისხის თანაბარი ზომის ნაყოფი (სურათი 19). ნაყოფის ხარისხის გაუმჯონესებისათვის და მეწლეურობის თავიდან აცილებისათვის აუცილებელია ნაყოფის გათხელება. რამდენად უნდა გათხელდეს, ანუ სხვა სიტყვებით, რამდენი ნაყოფი დარჩეს ხეზე დამოკიდებულია ნარგავებს შორის მანძილზე, ხის ასაკზე და ზომაზე, ჯიშის თვისებებზე (დიდი ან საშუალო ზომის ნაყოფი) არის თუ არა მეწლეური. გათხელების სტრატეგია უნდა შერჩეს სწორედ ამ მონაცემების მიხედვით. მარტივად რომ ვთქვათ, თუ დაგეგმილი მოსავალი უტოლდება 60 ტ/ჰა-ს და დარგული ხეების რაოდენობაა 3000 ხე/ჰა-ზე, მაშინ ჩვენ უნდა მივიღოთ 20 კგ ნაყოფი თითო ხიდან. თუ ნაყოფის საშუალო წონა 200 გრამია - ხეზე უნდა დარჩეს 100 ნაყოფი. ამ რიცხვის მიღება შესაძლებელია სპეციალური გამათხელებელი ქიმიური ნივთიერებების გამოყენებით (მათი შერჩევა ხდება გამოყენების დროის მიხედვით: კარბამიდი ან ამონიუმის თიოსულფატი სრული ყვავილობისას, პრომინიტი ყვავილობის დასასრულს სანამ ნაყოფი გაიზრდება 10-12 დიმატრის სისქის, ცერონი ყვავილობისას და მოგვიანებით სხვა ქიმიურ ნივთიერებებთან ნარევის სახით, პატურილი და სხვა ბენზილ-ადენინები როდესაც ნაყოფის ზომა აჭარბებს 12 მმ დიამეტრს) ან ხელით. გამათხელებელი ნივთიერებების ეფექტი ძლიერ დამოკიდებულია კლიმატურ პირობებზე - ტემპერატურაზე, სინესტესა და მზეზე.

  

სურათი 19. მარცხნივ: გაუთხელებელი ხიდან მოკრეფილი ვაშლი; მარჯვნივ: იგივე სახეობის ვაშლი, რომელიც მოკრეფილია ყვავილობის დროს გათხელებული ხიდან. 

 

ვაშლის ჯიშის მიხედვით ყვავილის კლასტერზე უნდა დარჩეს ორი (დიდი ზომის ნაყოფის მქონე სახეობისთვის) ან ერთი (პატარა ან საშუალო ზომის ნაყოფის მქონე სახეობისათვის) ნაყოფი. ამავე დროს, ნაყოფებს შორის მანძილი უნდა შეადგენდეს 10-15 სმ-ს.  

 

მოსავლის აღების ოპტიმალური დრო. მოსავლის აღების დღის შერჩევა ძალზე მნიშვნელოვანია, ვინაიდან ნაყოფის ხარისხი დამოკიდებულია მოსავლის აღების სწორად შერჩეულ დროსა და შემდგომში მისი შენახვის სათანადო პირობებზე (სურათი 20). ადრე მოკრეფილ ხილს ცუდი გემო აქვს და უფერულია, მგრძნობიარეა ფიზიოლოგიური დაავადებებისადმი შენახვის პერიოდში. როდესაც მოსავლის აღება ხდება ნაადრევად, მას დანაკარგიც ახლავს თან, ვინაიდან ნაყოფი წონაში 10-15%-ს იმატებს მწიფობის ბოლო ორი კვირის განმავლობაში. თუ მოსავლის აღება დაგვიანდა, ნაყოფი მგრძნობიარე ხდება დაბალი ტემპერატურისა და სოკოვანი დაავადებებისადმი შენხვის პერიოდში; ხიდან მეტი ნაყოფი ცვივა და ნაყოფი ხდება ნაკლებად ტრანსპორტირებადი.    

სურათი 20. ნაყოფის ხარისხი იცვლება მწიფობის ბოლო თვეს.

 

მოსავლის აღების ოპტიმალური დროის გამოთვლის სხვადასხვა მეთოდი არსებობს ნაყოფის სიმკვრივის, მყარი ხსნადი ნივთიერების შემადგენლობის, ეთილენის გამოყოფის, ქლოროფილის შემცირების და ა.შ. მიხედვით. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მეთოდია სახამებლის იოდის ტესტი: ვაშლის დამწიფებისას, სახამებელი გადაიქცევა შაქრად. სახამებლის ტესტში, იოდი გადაეჯაჭვება სახამებლის გრანულებს ნაყოფში და იღებს მუქ მეწამულ ფერს. რაც უფრო ნაკლებია იოდის გამოყოფა (ნაკლებად მუქი მეწამული ფერი) მით უფრო მწიფეა ვაშლი. უნდა შემუშავდეს ცხრილი ჯიშების მიხედვით (სურათი 21).

 

 

სურათი 21. სახამებლის შემცირება ვაშლის დამწიფებისას. თითოეული ჰორიზონტალურ რიგი მოცემულია სხვადასხვა სახეობა.

 

ნაწილი 5.

მსხლის მოყვანის ინტენსიური ტექნოლოგია: ძირითადი რჩევები

           

საძირეს შერჩევა. ნამდვილი ნაგალა (ჯუჯა) საძირეს შერჩევა მსხლისთვის შეზღუდულია. მხოლოდ კვინსისგან (Cydonia oblonga) მიღებული საძირეების შედარება შეიძლება ვაშლის ნახევრად ნაგალა M.26 ან ნახევრად მაღალმზარდ MM.106 საძირესთან: კვინსის საძირეზე გაზრდილი მსხალი აღწევს ნერგის საძირის 65-75%-ს. მსხლის ყველაზე გავრცელებული საძირეებია: QA, BA29, Sydo, უფრო მეტად ნაგალა ადამსი და ძალიან ჯუჯა QC.

კვინსის საძირეები ადვილად ავადდება ქლოროზით, რისი მიზეზიც ტუტე ნიადაგია (მაღალი pH შემცველობით). ასეთ ნიადაგში რეკომენდირებულია მეტად მაღალმზარდი BA29 ან ევროპული მსხლისგან მიღებული ნაგალა საძირეს გამოყენება. კვინსის ყველა საძირე არ არის ყინვაგამძლე და ვერ უძლებს -20oC-ზე ნაკლებ ტემპერატურას. იმ ადგილებში, სადაც მკაცრი ზამთარი იცის, რეკომენდირებულია მსხლის ხის საძირე (Pyrodwarf).

სახეობის შერჩევა. მსხლის სახეობები როგორიცაა კონფერენსი, ქსენია, კონკორდი და დოიენ დე კომისი ინახება ცოცხლად. კონფერენსს ახასიათებს თვითდამტვერვა და მისი მოყვანა შესაძლებელია ერთ პლანტაციაში. ყველა დანარჩენი ჯიშები უნდა დაირგას ისე, რომ მოხდეს ჯვარედინი დამტვერვა. რეკომენდებულია 3-4 ჯიშის დარგვა ხეხილის ბაღში არაუმეტეს თითო ჯიშის 4 რიგისა ერთ რიგად.

ხეების სიმჭიდროვე. ნარგავის სიმჭიდროვე დამოკიდებულია საძირეს ზრდის სიძლიერეზე და ხის ფორმირების სისტემაზე. რიგში ხეებს შორის მანძილი 1-დან 2 მეტრამდე მერყეობს.    

რიგებს შორის მანძილი დამოკიდებულია ტრაქტორისა და ხეხილის ბაღის ტექნიკის სიგანეზე. ინტენსიური მსხლის ხეხილის ბაღებისთვის რეკომენდირებულია 3.5-4 მეტრი მანძილი.

ხის ფორმირება. მსხლის ხეებს შეიძლება განუვითარდეს მაღალი ან თხელი „ტანადი თითისტარის“ ვარჯი ისევე როგორც ვაშლის ხეებს (სურათები 17 და 18). უფრო ხშირია V ან Y ფორმის ვარჯები (სურათი 22 მარცხნივ). ასეთი სისტემა იძლევა ადრეულ ნაყოფს და უხვ მოსავალს, ამცირებს გასხლვისა და მოსავლის აღების ხარჯებს, ვინაიდან ხის სტრუქტურა არის მარტივი და ადვილად მისაწვდომია მიწიდან. თუმცა, მისი გაშენების ხარჯები უფრო მაღალია ვიდრე ერთრიგიანი სისტემებისა, შპალერის კონსტრუქციისა და ხეების ადრეული გასხვლის გამო.

  

სურათი 22. მარცხნივ: მსხლის ხეები დარგული და ფორმირებულია V ფორმის ხშირი ნარგავების ღია შპალერის მიხედვით. ყოველი ალტერნატიული ხე დარგულია დიაგონალურად ან ერთი ძირიდან ფორმირებულია ორმაგი ცენტრალური ან ოთხი ცენტრალური ტოტიც კი. მარჯვნივ: მსხლის ხეები გაშენებულია კორდონის სისტემით.  

 

კორდონის სისტემა 2000 ხის/ჰექტარზე დარგვის, თუმცა ასევე 8000 მსხმოიარე ერთეულის მავთულზე მოყვანის საშუალებას იძლევა (სურათი 22 მარჯვნივ). დარგვისას ხდება ნერგების მოხრა და ჰორიზონტალურად გასხვლა. შემდეგ მსხმოიარე ერთეულები იზრდება ჩვეულებრივი ინტერვალებით კორდონის მთელ სიგრძეზე.

მსხლის მსხმოიარე ბაღის განოყიერება. ხეხილის ბაღში სასუქის შეტანა აღწერილია ვაშლის მოყვანის ტექნოლოგიაში. მსხლის ხის ფოთლების ოპტიმალური საკვები ნივთიერების შემადგენლობა მოცემულია ცხრილში.

ცხრილი 8. მსხლის ხის ფოთლების ოპტიმალური საკვები ნივთიერებების დონე

 

საკვები ნივთიერება

ძალიან დაბალი

ოპტიმალურ დონეზე ნაკლები

ოპტიმალური დონე

ოპტიმალურ დონეზე მეტი

აზოტი (N)*

<1.70

1.70-1.99

2.00-2.60

>2.60

კალიუმი (K)*

<0.50

0.50-0.99

1.00-1.70

>1.70

მაგნიუმი (Mg)*

<0.12

0.12-0.17

0.18-0.30

>0.30

ფოსფორი (P)*

 

<0.15

0.15-0.25

>0.25

ბორი (B)**

<10

10-20

21-50

>50

მანგანუმი (Mn)**

<25

25-30

31-100

>100

ცინკი (Zn)**

<15

15-19

20-60

>60

* % მშრალი ნივთიერება; ** მლგ/კგ მშრალი ნივთიერება.

 

 

ბლის მოყვანის ინტენსიური ტექნოლოგია: ძირითადი რჩევები

საძირეს შერჩევა. ჟიზელა 5-ის, ჟიზელა 4-ის და კოლტის საძირეები ყველაზე მეტად გამოსადეგია ინტენსირი ზრდის სისტემებისთვის. შეიძლება  ყველაზე ენერგიული ზრდის საძირეების გამოყენებაც როგორიცაა მაჰალები ან ჟიზელა 6 იმისდა მიხედვით თუ როგორია ხის ფორმირების სისტემა და რამდენად მდიდარია ნიადაგი საკვები ნივთიერებებით.

სახეობის შერჩევა. მსხვილნაყოფიანი ბლის სახეობები კორდია, ლაპინსი, რეჯინა და სვითჰართი გამოსადეგია ცოცხლად დაგემოვნებისთვის. ლაპინსი თვით-დამტვერვადი ჯიშია და მისი მოყვანა შეიძლება მონო-პლატაციებში. სხვა დანარჩენი ჯიშები უნდა დაირგას ისე, რომ მოხდეს კარგი ჯვარედინი დამტვერვა. რეკომენდებულია 3-4 ჯიშის დარგვა ხეხილის ბაღში არაუმეტეს თითო ჯიშის 2 რიგისა ერთ რიგად.   

წვიმისგან დაცვა. ყველა მსხვილნაყოფიან ჯიშს ახასიათებს ნახეთქები თუ მწიფობის ბოლოს ან მოსავლიანობის პერიოდში დაემთხვა წვიმა. ბლის ბაღი უნდა გაშენდეს ისეთ ადგილას, სადაც არ იცის წვიმა მწიფობის პერიოდში ან უნდა მოეწყოს წვიმისგან დამცავი საფარი ხეხილის ბაღის თავზე (სურათი 23).

 

სურათი 23. მარცხნივ: წვიმისგან დამცავის საფარის კონსტრუქცია ბლის ბაღისთვის. მავთულით გადაბმული 4.5 მეტრის სარები ქმნის წვიმისგან დამცავი საფარის კონსტრუქციას. მარჯვნივ: ბლის ხეები წვიმისგან დამცავი საფარის ქვეშ.

 

ხის ფორმირება. ესპანური ბუჩქი და V-ფორმის სისტემა ქმნის „ფეხით მოსიარულის ბაღს“ (სურათი 24). ფეხით მოსიარულის ბაღი არის ისეთი ხეხილის ბაღი სადაც მოსავლის ორი-მესამედის აღება შეიძლება მიწაზე დგომით, მაღალი კიბის გამოყენების გარეშე.

ესპანური ბუჩქის ვარჯის ადრეული ფორმირება რამდენიმე მიმართულებას მოიცავს, რაც, სამწუხაროდ, აფერხებს ადრეულ დამწიფებას. გაზრდილ ხეს როგორც წესი აქვს 8-10 მუდმივი ცენტრალური (ლიდერი) ტოტი, რომლებიც მეტნაკლებად ვერტიკალურია. ნაყოფს ისხავს სუსტ გვერდით ტოტებზე, რომლებიც უნდა განახლდეს მონაცვლეობით 5 წელში ერთხელ. ასეთი მრავალ-ლიდერიანი სისტემა საშუალებას იძლევა შევინარჩუნოთ 2.5 მ სიმაღლის ხე თუნდაც არ იყოს დამყნობილი ნაგალა საძირეზე როგორც მაჰალები. უფრო მეტად ნაყოფიერ ნიადაგზე უმჯობესია ნახევრად ნაგალა საძირის გამოყენება როგორიცაა ჟიზელა 6 ან კოლტი იმისათვის, რომ აკონტროლოთ ხის სიმაღლე. საძირის მიხედვით ნარგავებს შორის დისტანცია 2-3 მეტრამდეა თუ ბლის ხის ფორმირება ხდება ესპანური ბუჩქის სისტემით.    

ყოველი მომდევნო ხე V-ფორმის სისტემაში ირგვება დიაგონალურად ან ხდება ორმაგი ძლიერი ტოტის ფორმირება ერთი ძირიდან. გაშენების წლებში გვერდითი ტოტები, გასხვლის ნაცვლად, იხრება და ქმნის ჰორიზონტალურ კუთხეს, რაც ეხმარება სისტემას სწრაფად განვითარდეს. ასეთი სისტემა ხშირად იძლევა იმის საშუალებას, რომ კომერციული მოსავალი მივიღოთ მესამე წელსვე. მაგრამ V-ფორმის სისტემა მოითხოვს შპალერის რთულ კონსტრუქციას. ამ სისტემაში გამოყენებულ უნდა იქნას ნაგალა საძირეების უმეტესობა როგორიცაა ჟიზელა 5. ნარგავებს შორის დისტანცია შეადგენს 1-1.5 მეტრს.

 

სურათი 24. მარცხნივ: ესპანური ბუჩქის სისტემით ფორმირებული ბლის ბაღი. ხეები ავტონომიურად იზრდება. საყრდენი არ არის საჭირო. მარჯვნივ: V-ფორმის სისტემით გაშენებული ბლის ბაღი.  

 

ვოგელის ცენტრალური ლიდერის სისტემა კარგ შედეგს იძლევა ისე ნაგალა საძირის გამოყენებისას როგორიცაა ჟიზელა 5, ვინაიდან ცენტრალური ლიდერი ტოტი ძალიან მაღალი იზრდება თუ არ მოხდა ხის სიმაღლის კონტროლი საძირის მეშვეობით (სურათი 25). როგორც წესი, ხეებს შორის დისტანცია შეადგენს 2.5 მეტრს, ხოლო რიგებს შორის - 4.5 მეტრს. ხის მაქსიმალური სიმაღლეა 3-დან 3.5 მეტრამდე. ფორმირების პროცესში სისტემა ითხოვს მცირე გასხვლას რადგან იყენებს ახალგაზრდა ბლის ხისთვის დამახასიათებელი ცენტრალური ლიდერის თვისებებს. მინიმალური გასხვლა, ნაგალა საძირით განპირობებული ზომიერი ზრდის ტემპი, მინიმალური სასუქი ფორმირების ფაზაში და შუალედური დარგვის სიხშირე შედეგად იძლევა შედარებით მაღალი წარმადობის ადრეულ მოსავალს. 

„ნაძვისხის“ ფორმა კარგად ანაწილებს სინათლეს ვარჯებს შორის და ამ სისტემით ხდება მსხმოიარე ხეების განახლება რეგულარულად. 

სურათი 25. ავტონომიური ვოგელის ცენტრალური ლიდერის სისტემა

 

ბლის ხეებისთვის გამოიყენება გასხვლის რამდენიმე სპეციალური ტექნოლოგია. პირველია ტოტის მოჭრა, როდესაც გასხვლის შემდეგ რჩება 15-დან 25 სმ-მდე მონაჭერი (სურათი 26). ეს მონაჭერი იჭერს პათოგენურ მიკროორგანიზმებს და არ აძლევს მათ საშუალებას შეაღწიოს ხეში. მეორე ხერხია პატარა ტოტების მოცილება და არა მათი ხიდან მთლიანა მოჭრა, და ბოლოს ტოტის შენარჩუნება ხის შტამბის ზომასთან შეფარდებით. ტოტები, რომელთა დიამეტრი ძირში აჭარბებს ხის ტანის დიამეტრის ნახევარ, მოსაცილებელია.

სურათი 26. ტოტის მონაჭერი ხელს უშლის პათოგენურ მიკროორგანიზმებსა და დაავადებებს შეაღწიონ ხის ფესვებში.

 

ატმისა და ნექტარინის ინტენსიური ზრდის ტექნოლოგია: ძირითადი რჩევები

საძირეს შერჩევა. ამჟამად არ არსებობს ნამდვილად ნაგალა ან ნახევრად ნაგალა საძირეები ატმისა და ნექტარინისთვის, თუმცა არის რამდენიმე ახალი საძირე როგორიცაა საცდელი VVA 1. მიუხედავად ამისა, შეიძლება ნერგის საძირეზე გაზრდილი ატმის ან ნექტარინის ხეების ვარჯის სპეციალური ფორმირება, ხშირი ნარგავები და მათი ზრდის ენერგიის კონტროლირება ნახევრად ნაგალა ვაშლის ხის ზომაზე.

ხეების სიმჭიდროვე. რიგში ნარგავებს შორის დისტანცია დამოკიდებულია ხის ფორმირების სიტემაზე: ღია ცენტრისთვის - 4 მ, ოთხმაგი V სისტემისთვის – 3 მ, სამმაგი V სისტემისთვის – 2.2 მ, პერპენდიკულარული V სისტემისთვის – 1.25-1.5 მ.

ხის ფორმირება. როგორც წესი, ატმისა და ნექტარინის ხეების ფორმირება ხდება ღია ცენტრის სისტემის მიხედვით სადაც 4-5 ძირითადი ტოტი განლაგებულია ვაზისებურად (სურათი 27). გასხვლის მიზანია ხის გვირგვინის ცენტრის გაწმენდა ზემოთ მზარდი ყლორტებისგან, გამოხშირვა, ხის სიმაღლის შეზღუდვა და მსხმოაირე ტოტების შეთხელება. ატმის და ნექტარინის ხეებს უნარჩუნდება მხოლოდ საწყის ტოტებზე ჰორიზონტალურად განლაგებული ერთი წლის ყლორტები. საუკეთესო ხარისხის ნაყოფი იზრდება სწორედ ამ ახალგაზრდა ტოტებზე. თუ ისინი 40-60 სმ-ზე გრძელია, საჭიროა მათი წაჭრა ერთი მესამედით. ყველა ორწლიანი და მეტი ხნის გვერდითი ტოტები უნდა მოსცილდეს.    

 

სურათი 27. ატმის ან ნექტარინის ხე გასხვლამდე (ზემოთ) და გასხვლის შემდეგ (მარჯვნივ).

ხის ფორმირების უფრო ინტენსიური სისტემების V-ფორმის სისტემები, რომლებიც წარმოადგენს ღია ცენტრის სისტემის მოდიფიკაციას და ხშირი ნარგავების შესაძლებლობას იძლევა. ისინი შეიძლება იყოს პერპენდიკულარული V ფორმის (ორი მუდმივი ზემოთ მზარდი ძირითადი ტოტი), სამმაგი V ფორმის (სამი მუდმივი ზემოთ მზარდი ძირითადი ტოტი) და ოთხმაგი V ფორმის (ოთხი მუდმივი ზემოთ მზარდი ძირითადი ტოტი). V სისტემები უფრო მეტად იყენებს ზემოთ მზარდ ძირითად ტოტებს და უფრო მაღალია ღია ცენტრის სისტემასთან შედარებით. ამ სისტემების გასხვლა, გათხელება და ნაყოფის კრეფა მოითხოვს კიბის გამოყენებას მაშინ როდესაც ღია ცენტრის სისტემისთვის ეს საჭირო არ არის.  

ნაყოფის გათხელება. ეს არის საბოლოო ეტაპი იმისთვის, რომ ატმისა და ნექატარინის ნაყოფი მივიღოთ რაც შეიძლება დიდი. ნაყოფის გათხელება და მოსავლის ოდენობის რეგულირება ამ მიზნის მიღწევის მხოლოდ ერთი გზაა. ტოტზე ნაყოფებს შორის 15-20 სმ-ის დაშორების შენარჩუნება ოპტიმალურია იმისათვის, რომ მივიღოთ დიდი ზომის ნაყოფი. მოსავლის ოდენობის რეგულირება ხდება ხელით ან ტექნიკის გამოყენებით  (სურათი 28).

სურათი 28. ატმის მექანიკური გათხელება ხდება როდესაც ნაყოფი კაკლის ზომისაა.

 

ქლიავისა და გარგარის ინტენსიური ზრდის ტექნოლოგია: ძირითადი რჩევები

საძირეს შერჩევა. ამჟამად არ არსებობს ნამდვილად ნაგალა ან ნახევრად ნაგალა საძირეები გარგარისთვის, თუმცა არის რამდენიმე ახალი საძირე როგორიცაა საცდელი VVA 1 (კრიმსკი 1). ქლიავის ინტენსიური ზრდისთვის რეკომენდირებული ვაგენჰაიმის ნამყენი, კრიმსკი 1, სან ჟულიენი ან რამდენიმე  სხვა ვეგეტატიური საძირე.

სახეობის შერჩევა. ქლიავისა და გარგარის ჯიშების შერჩევა ხდება ან ცოცხალი ხილის ან ჩირის მარკეტინგული სტრატეგიის შესაბამისად. ზოგიერთი ისეთი ჯიშის მოყვანა როგორიცაა ქლიავი ჩაჩანსკა ნაიბოლია შესაძლებელია ორივე მიზნით. სხვა ჯიშები მაგ., იტალიური შავქლიავა, სატერი მეტწილად გამოიყენება საჩირედ.   

ხეების სიმჭიდროვე. რიგში ვაგენჰაიმის ნამყენზე ან სხვა ვეგეტატიურ საძირეზე გაზრდილი ქლავის ნარგავებს შორის დისტანცია 1.5-2 მეტრია. გარგარის ნარგავების სიხშირე დამოკიდებულია ხის ფორმირების სისტემაზე და იგივეა რაც ატმისა და ნექტარინის შემთხვევაში.  

ხის ფორმირება. ქლიავისა და გარგარის ხეების ფორმირება ძალიან ჰგავს ატმის ხის ფორმირებას, თუმცა, თუ სახეობას გააჩნია ზემოთ მზარდი სტრუქტურა, ცენრალური ლიდერის სისტემის ან თხელი ვარჯის ფორმირება უფრო გამოსადეგია (იხ. ალუბლისა და ვაშლის ხის ფორმირების სისტემა).   

თუ ქლიავის ან გარგარის მოყვანის მიზანია ჩირის დამზადება და მოსავლის აღება მოხდება მექანიკური გზით, შეიძლება უფრო მაღალი ხეების ფორმირება ბუნებრივთან მიახლოებული გვირგვინით.   

სურათი 29. ქლიავის დასაკრეფი მექანიკური მანქანა (ფოტო ინტერნეტიდან)

 

კურკოვანი ხილის სასუქი

            სხვადასხვა სახეობის ხეხილის ფოთლებში საკვები ნივთიერებები მოცემულია ცხრილებში 9 – 11. საკვები ნივთიერებების დონის შესაბამისად (დაბალი, ოპტიმალური და ა.შ.) სასუქი მინერალების ნორმა მოცემულია ცხრილში 12. ყურადღება მიაქციეთ, რომ ანალიზისთვის ფოთლების შეგროვება ხდება ივლისის შუა რიცხვებიდან აგვისტოს შუა რიცხვებამდე.

ცხრილი 9. საკვები ნივთიერებების დონე ბლის ფოთლებში

 

საკვები ნივთიერება

ძალიან დაბალი

ოპტიმალურზე დაბალი

ოპტიმალური

ოპტიმალურზე მაღალი

აზოტი (N)*

<1.50

1.50-2.00

2.10-2.50

>2.50

კალიუმი (K)*

<1.00

1.00-1.49

1.50-1.90

>1.90

მაგნიუმი (Mg)*

<0.20

0.20-0.39

0.40-0.60

>0.60

ფოსფორი (P)*

 

<0.15

0.15-0.45

>0.45

ბორი (B)**

 

<20

21-160

>45

სპილენძი (Cu)**

 

<5

6-28

>28

მანგანუმი (Mn)**

<0.20

20-29

30-70

>70

* % მშრალი ნივთიერება. ** მლგ/კგ მშრალი ნივთიერება.

 

ცხრილი 10. საკვები ნივთიერებების დონე ქლიავის ფოთლებში

 

საკვები ნივთიერება

ძალიან დაბალი

ოპტიმალურზე დაბალი

ოპტიმალური

ოპტიმალურზე მაღალი

აზოტი (N)*

<1.40

1.40-2.00

2.10-3.60

>3.60

კალიუმი (K)*

<1.00

1.00-1.64

1.65-3.25

>3.25

მაგნიუმი (Mg)*

<0.10

0.10-0.30

0.31-0.70

>0.70

ფოსფორი (P)*

 

<0.20

0.21-0.60

>0.60

ბორი (B)**

 

< 25

26-60

>60

სპილენძი (Cu)**

 

<5

5-10

>10

მანგანუმი (Mn)**

 

<20

20-140

>140

* % მშრალი ნივთიერება. ** მლგ/კგ მშრალი ნივთიერება.

 

ცხრილი 11. საკვები ნივთიერებების დონე ალუბლის ფოთლებში

 

საკვები ნივთიერება

ძალიან დაბალი

ოპტიმალურზე დაბალი

ოპტიმალური

ოპტიმალურზე მაღალი

აზოტი (N)*

<1.80

1.80-2.29

2.30-2.80

>2.80

კალიუმი (K)*

<0.70

0.70-1.19

1.20-1.80

>1.80

მაგნიუმი (Mg)*

<0.15

0.15-0.25

0.26-0.40

>0.40

ფოსფორი (P)*

 

<0.15

0.15-0.30

>0.30

ბორი (B)**

< 18

18-24

25-45

>45

სპილენძი (Cu)**

<20

20-40

41-100

>100

* % მშრალი ნივთიერება. ** მლგ/კგ მშრალი ნივთიერება.

 

ცხრილი 6. სასუქის ნორმა (კგ/ჰა) მსხმოიარე კურკოვანი ხეხილის ბაღებისთვის

 

საკვები ნივთიერება

საკვები ნივთიერება

ძალიან დაბალი

ოპტიმალურზე დაბალი

ოპტიმალური

ოპტიმალურზე მაღალი

აზოტი (N)

100-150

80-100

50-80

0-50

კალიუმი (K2O)

140-200

100-140

60-100

0

მაგნიუმი (MgO)

100-200

60-120

0

0

ფოსფორი (P2O5)

-

60-100

0

0

ბორი (B)

5

3

0

0

 

 

 

არატრადიციული კულტურები. საინტერესოა, თუმცა სარისკო!

 

ეს კულტურები შეიძლება სიახლე იყოს მთელ მსოფლიოში როგორიცაა ზაიგერის სახეობათაშორისი ჰიბრიდები ან არ იყო აქამდე ადგილობრივად კულტივირებული. ორივე შემთხვევაში არსებობს რისკი ან ახალი კულტურების ცუდი ადაპტაციისა ადგილობრივ კლიმატურ პირობებთან ან არატრადიციულ კულტურებთან დაკავშირებით მართვის არასაკმარისი გამოცდილება. ამიტომ, პლანტაციების გაფართოებამდე, რამდენიმე კულტურა უნდა დაირგას გამოსაცდელი მინიმუმ 5 წლის ვაით ხეხილის შემთხვევაში. ბევრი ასეთი კულტურის სახეობა უფრო შესაფერისი და საინტერესოა მოყვარულთათვის ან სახლის ბაღებისთვის, მაგრამ ზოგიერთი მათგანი შეიძლება იქცეს განსაკუთრებულ ნიშად ბაზარზე.

 

ზაიგერ გენეტიკსის სახეობათაშორისი ჰიბრიდები გამოყვანილია ორი ან მეტი სახეობის შეჯვარებით, რომლებიც იძლევა ხილის ახალ ტიპებს და ჯიშებს განსაკუთრებით სასურველი გემოთი, არომატით, ტექსტურით, სიტკბოს ხარისხით და გარეგნობით.   

ზაიგერის სახეობათშორისი ხილის სხვადასხვა სახეობა არსებობს - ქლიავის, გარგარის, ატმის/ნექტარინის და ბლის ჰიბრიდები - რომლებიც კლასიფიცირებულია მათი მოჭარბებული სამებაღეო თვისებების, კერძოდ მსგავსი ხილის ტიპის მიხედვით.  შენიშვნა: სახეობათშორისი ჰიბრიდების გამოყვანა მოხდა კალიფორნიაში, ამიტომ არსებობს რისკი იმისა, რომ ახალი კულტურები ნაკლებად ყინვაგამძლეა. გამოსცადეთ ეს კულტურები ისეთ ყვეალზე სასურველ პირობებში როგორიცაა მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში. 

სახეობათშორისი გარგარი

აპრიუმ (Aprium®) უმთავრესად გარგარისა და ქლიავის კომპლექსური ჰიბრიდი, გარგარის დომინანტი წარმომავლობით და გარგარის მსგავსი ნაყოფით.

კოლორ-კოტი (Color-Cot™) გარგარის კომპლექსური ჰიბრიდი გარგარის მსგავსი ნაყოფით და წითელი ან ნარინჯისფერ-წითელი შეფერილობის კანით ნაყოფის სიმწიფეში.   

ფიკოტუმი (Peacotum®) გარგარის, ქლიავის და ატმის კომპლექსური ჰიბრიდი გარგარის დომინანტი წარმომავლობით და გარგარის მსგავსი ნაყოფით.

სახეობათშორისი ნექტარინი

ნექტაპლუმი (NectaPlum®) ნექტარინის ჰიბრიდი ნექტარინის მსგავსი ნაყოფით.

სახეობათშორისი ატამი

ატმის და ქლიავის ჰიბრიდი ატმის მსგავსი ნაყოფით.

სახეობათშორისი ქლიავი

„ბლისებრი ქლიავის“ ჰიბრიდი ტყემლისა და იაპონური ქლიავის ნაჯვარი.

ფლუერი (Pluerry™) უმთავრესად ქლიავისა და ბლის კომპლექსური ჰიბრიდი ქლიავის დომინანტი წარმომავლობითა და ქლიავის მსგავსი ნაყოფით.

პლუოტი (Pluot®) კომპლექსური ჰიბრიდი ქლიავის დომინანტი წარმომავლობითა და ქლიავის მსგავსი ნაყოფით. 

ფლამკოტი (Plumcot) ქლიავისა და გარგარის მარტივი ნაჯვარი.

 

აზიური მსხალი

სხვა სახელები: ჩინური მსხალი, იაპონური მსხალი, ნაში, ვაშლმსხალა.

 

აზიური მსხალი განსხვავდება ტრადიციული ევროპული მსხლისგან. როგორც წესი, აზიური მსხალი მრგვალი ფორმისაა, ნაყოფი სიმწიფისას საკმაოდ მკვრივია და მისი დაგემოვნება შეიძლება მოკრეფისთანავე. აზიური მსხალი საუკეთესო ხარისხს აღწევს როდესაც მწიფდება ხეზე, როგორც ვაშლი და ატამი. ასეთი მსხალი ხრაშუნა, წვნიანი და ოდნავ ტკბილია და დაჰკრავს ცოტაოდენი სიმწკლარტე, განსაკუთრებით გულში. არსებობს აზიური მსხლის რამდენიმე სახეობა. იაპონური მსხალი მეტწილად მრგვალია, ხოლო ჩინური მსხალი უფრო ოვალური და მსხლის მსგავსი ფორმისაა. აზიური მსხლის იაპონური სახეობა სახელწოდებით მე-20 საუკუნე ან ნიჯისეკი ყველაზე პოპულარულია. ის ადვილად ამოსაცნობია თავისი მრგვალი ფორმით და გლუვი ყვითელი კანით. სხვა გავრცელებულ სახეობებს შორისაა იაპონური ბრინჯაოსფერი მსხალი ჰოსუი და მსხლის ფორმის ია-ლი, ბაცი მწვანე ფერის ჩინური მსხალი.   

აზიური მსხლის ხე ნაყოფს მესამე სეზონზე ისხავს.ამჟამად ამ მსხლისთვის ჯუჯა საძირე არ არსებობს, ამიტომ ნარგავებს შორის მანძილი 3-4 მეტრია, ხოლო რიგებს შორის 5-6 მეტრი. ხის ვარჯის ფორმირება იგივეა როგორც ევროპული მსხლის ხის შემთხვევაში. აზიური მსხლის მოყვანა უმჯობესია ავტონომიური ხეების სისტემით.     

ითვლება, რომ აზიური მსხლის ბევრი სახეობა ნახევრად თვით-განაყოფიერებადია (იძლევა 15%-მდე მოსავალს თვითდამტვერვით) მაგრამ ყოველთვის უმჯობესია დაირგას მინიმუმ ორი სახეობა ჯვარედინი დამტვერვისა და მოსავლიანობის სრული პოტენციალის მიღებისათვის.  

 

შემოდგომის ჟოლო

შემოდგომის ჟოლოს სახეობები მოსავალს იძლევა იმავე წლის ყლორტებზე. მოსავლის მიღების სეზონი იწყება ივლისში და შეიზლება გაგრძელდეს შემოდგომის სუსხიან დღეებამდე. როგორც კი ნაყოფი ჩამოთავდება, ყველა ყლორტი იჭრება ფესვებამდე. მომდევნო გაზაფხულზე ახალი ყლორტები იზრდება, ყვავილობს და ისხამს ნაყოფს. ზრდის ასეთი ტექნოლოგია მსხვილნაყოფიანი შემოდგომის ჟოლოს კულტივირების საშუალებას იძლევა ისეთ რეგიონებშიც კი სადაც სუსხიანი ზამთარი იცის მუდმივი თოვლის საფარით. წითელი და ყვითელი ჟოლოს უამრავი სახეობა არსებობს. ყველაზე პოპულარული სახეობები მოჰყავთ პოლონეთში.   

ტაიბერი (ჟოლო)

ტაიბერი მაყვალისა და ჟოლოს ნაჯვარია რომელიც შეიქმნა შოტლანდიაში და ისხავს დიდ მუქი მეწამული ფერის ნაყოფს. ტაიბერი სწრაფად მზარდი მცენარეა და უნდა დაირგას 1.5-2 მეტრის დაშორებით. უნდა გაკეთდეს 3-4 მავთულის შპალერის კონსტრუქცია ზაფხულის ჟოლოსთვის (სახეობა რომელიც ყვავილობს და ისხავს ნაყოფს წინა წლის ყლორტებზე). შემოდგომის ჟოლოს (სახეობა რომელიც ყვავილობს და ნაყოფს ისხავს წლევანდელ ყლორტებზე) სჭირდება უფრო გრძელი სეზონი იმისათვის, რომ იყოს ნაყოფიერი და მოგვცეს სრული მოსავალი ზამთრის დადგომამდე. ნიადაგის მოვლა და კვება მაყვლის მოყვანის ტექნოლოგიის ანალოგიურია.

 

სურათი 30. ზევით: შემოდგომის ჟოლო; მარჯვნივ: ტაიბერის ნაყოფი (სურათი ინტერნეტიდან)

რეკომენდაციები

 

                ქვემოთ მოყვანილი რეკომენდაციები სპეციალურად სხვადახვა რეგიონსა და მუნიციპალიტეტს ეხება, რომლებიც მეტწილად დამოკიდებულნი არიან მიწის ხარისხზე, კლიმატურ პირობებზე და ადგილობრივად ადაპტირებულ ხილის სახეობებზე. ხეხილის ან კენკრის პლატაციების გასაშენებლად კონკრეტულ მუნიციპალიტეტებში ადგილის შერჩევის შესახებ ინფორმაცია და რჩევები იმის თაობაზე თუ როგორ შეირჩეს ადგილი, მომზადდეს მიწა, რა ანალიზი უნდა ჩატარდეს მოცემულია სახელმძღვანელოს საწყის თავებში. ყოველი ადგილი უნიკალურია ტავისი სპეციფიური ფერდობებით, წყლის რეჟიმით, მიწის მართვის ისტორიითა და მოყვანილი კულტურებით; ამიტომ ხეხილის გაშენებაზე ყოველი გადაწყვეტილების მიღების წინ კიდევ ერთხელ უნდა შემოწმდეს ვითარება იმ კონკრეტულ ადგილზე. 

           

ხეხილის გაშენებამდე პასუხი უნდა გეცეს შემდეგ კითხვებს:

  • რა იქნება ძირითადი პროდუქტი? გაიყიდება ის ცოცხლად ბაზარზე თუ გადასამუშავებლად?
  • სად გაიყიდება პროდუქცია? ადგილობრივ ბაზარზე თუ გატანილ იქნება ექსპორტზე?
  • რა ოდენობის პროდუქტი იწარმოება? საკმარისი იქნება საექსპორტოდ თუ სუპერმარკეტების ქსელისთვის საქართველოში, თუ მცირე ოდენობის ხილი და სხვა პროდუქტი გაიყიდება გზის პირას გლეხების ბაზარზე?
  • ექსპორტის შემთხვევაში:
    • რომელ რეგიონებში იქნება გატანილი? რა მოსწონს იქაურ მომხმარებელს?
    • ხარისხის რა მოთხოვნები არსებობს - ძალიან მაღალი როგორც დასავლეთ ევროპაშია თუ უფრო ნაკლები როგორც აღმოსავლეთ ევროპულ ქვეყნებში?
    • უნდა ხდებოდეს თუ არა ხილის მოყვანა და მისი სერტიფიცირება ისეთი ხარისხის სისტემების მიხედვით როგორცაა „Global Gap“-ი ან „Eurep-Gap“-ი?
    • როგორი იქნება კონკურენცია არსებულ მიმწოდებლებთან?
    • რომელი მიმართულება უნდა იქნას არჩეული: ძირითადი პროდუქტების ექსპორტი (ვაშლი, მსხალი, გარგარის ჩირი ან ქლიავი) მაღალი კონკურენციით და დაბალი ფასებით დიდი რაოდენობის პროდუქტებზე, ან დამკვიდრებული ნიშის მქონე პროდუქტების ექსპორტი (აზიური მსხალი, ალუბლის ჩირი, გამომშრალი (ლიოფილიზირებული) პროდუქტი) მაღალ ფასად, თუმცა მცირე რაოდენობით?

 

ცოცხალი ხილის ან გადამუშავებული პროდუქტების ექსპორტი ევროპაში ძალზე მომგებიანი ჩანს. სამწუხაროდ, ბაზარზე ძალიან მაღალი კონკურენციაა მთელი მსოფლიოს მიმწოდებლების მხრიდან. რუსეთის დიდი ქალაქები შეიძლება ექსპორტის ალტერნატიული ბაზარიც იყოს, თანაც უფრო მომგებიანი ვიდრე ევროპა, როგორც ძირითადი ისე ნიშის მქონე პროდუქტებისთვის. მიუხედავად რუსეთის ბაზართან დაკავშირებული პრობლემებისა, ბევრი ევროპელი ფერმერი არჩევდა თავისი ხილის იქ გაყიდვას. საქართველო კი იქვეა! ქართველმა ხალხმა უკეთ იცის და ესმის რუსული ბაზრის თავისებურებები.    

არ დაივიწყოთ რომ ისეთი ხილის სახეობები, რომელიც საქართველოში მოჰყავთ როგორიცაა ბროწეული, კაკალი, კივი, ატამი, მანდარინი და სხვა, ვერ მოჰყავთ იმ ქვეყნებში, სადაც ზომიერი კლიმატია და ამიტომ, ხდება მათი ექსპორტი ამ ქვეყნებში მაღალ ფასად.  

ადგილობრივი ქართული ბაზარიც არ უნდა იქნას დავიწყებული. თუ ადგილობრივად მოყვანილი ვაშლი დიდხანს არ ინახება და ადგილობრივი ვაშლის ბაზარი მთავრდება მოსავლის აღებიდან სამ თვეში, რატომ არ შეიძლება ვაშლის ახალი სახეობების მოყვანა და გაყიდვა ზამთარში და გაზაფხულზე. უხვმოსავლიანი სახეობები მაღალი ხარისხის ხილს იძლევა და დიდხანსაც ინახება. ან რატომ არ შეიძლება ქართული ბაზრის მომარაგება ახალი ხილით და კენკრით, როგორიცაა აზიური მსხვალი, ჟოლო ან ბალი?

გადამუშავების მიზნით ხილისა და კენკრის მოყვანისას ხარისხის მოთხოვნები შეიძლება უფრო დაბალიც იყოს, მწერებისა და დაავადებების კონტროლი არც ისე მკაცრი და შეიძლება ასევე რამდენიმე ტექნოლოგიური პროცესის გამოტოვებაც, როგორიცაა ნაყოფის გათხელება. 

მცენარეთა დაცვა მწერებისა და დაავადებისგან ინტენსიური კულტივირების ტექნოლოგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. წამლის ერთმა დაგვიანებულმა ან გამოტოვებულმა შესხურებამ შეიძლება მთელი სეზონური მოსავალი გაანადგუროს! მწერებისა და დაავადებების კონტროლის სისტემა უნდა შემუშავდეს მოქმედი კანონმდებლობის, დარეგისტრირებული ქიმიური ნივთიერებების, მოსავლისა და ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით.     

შემოთავაზებული რეკომენდაციები მხოლოდ სახელმძღვანელო ხასიათისაა - გადაწყვეტილება მხოლოდ თქვენი მისაღებია!!!

ხეხილის სახეობები და ჯიშები ხეხილის ბაღებისათვის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში

მარნეული და ბოლნისი

            ზომიური კლიმატური პირობები ორივე მუნიციპალიტეტში  სხვადასხვა ხეხილისა და კენკრის მოყვანის საშუალებას იძლევა. ცხრილში მითითებული მცენარეთა სახეობები და გამოყვანილი ჯიშები პირობითია.   

სახეობა

ჯიში

საძირე

მიზანი

ცოცხალი პროდუქტი

ჩირი

ცოცხალი პროდუქტის

ექსპორტი

ჩირის

ექსპორტი

 

ქლიავი

ჩაჩანსკა ნაიბოლია

ვანგენჰაიმის ნერგი

+

+

+

+

იტალიური შავქლიავა

ვანგენჰაიმის ნერგი

 

+

 

+

თურქული ჯიშები

 

 

+

 

+

ბალი

ლაპინსი

ჟიზელა 5 ან კოლტი

+

 

+

 

კორდია

ჟიზელა 5 ან კოლტი

+

 

+

 

რეჯინა

ჟიზელა 5 ან კოლტი

+

 

+

 

ალუბალი

ლუტოვკა

მაჰალების ნერგი

 

+

 

+

მეტეორი

მაჰალების ნერგი

 

+

 

+

მსხალი

კონფერენსი

კვინსი

+

 

+

 

აბატე ფატელი

კვინსი

 

 

 

 

აზიური მსხალი

ნიჯისეიკი

მსხლის ნერგი

(Pyrus communis)

+

 

+

 

კოსუი

მსხლის ნერგი (Pyrus communis)

+

 

+

 

შინსეიკი

მსხლის ნერგი (Pyrus communis)

+

 

+

 

ვაშლი

ჩემპიონი

  1. 9 ან M.26

 

 

 

 

ჰანიკრისპი

  1. 9

 

 

 

 

გოლდენ დელიშესი

  1. 9

 

 

 

 

გარგარი

უნგრული ყვითელი

 

+

+

 

+

მურპარკი

 

+

+

 

+

ნექტარინი

სნოუ ქვინი

 

 

 

 

 

ახალციხე

ცხრილში მითითებული მცენარეთა სახეობები და გამოყვანილი ჯიშები პირობითია. ბევრად მეტი ჯიშების მოყვანაა შესაძლებელი. ყურადღება მიაქციეთ ნიადაგის პირობებსა და ნოყიერებას.

სახეობა

ჯიში

საძირე

მიზანი

ცოცხალი პროდუქტი

ჩირი

ცოცხალი პროდუქტის

ექსპორტი

ჩირის

ექსპორტი

 

ქლიავი

ჩაჩანსკა ნაიბოლია

ვანგენჰაიმის ნერგი

+

+

+

+

თურქული ჯიშები

 

 

+

 

+

ალუბალი

ლუტოვკა

მაჰალების ნერგი

 

+

 

+

მეტეორი

მაჰალების ნერგი

 

+

 

+

რუსული ჯიშები (ჯუჯა)

მაჰალების ნერგი

+

 

 

 

ვაშლი

გოლდენ დელიშესი

  1. 9 ან M.26

+

 

 

 

ჰანიკრისპი

  1. 9

+

 

 

 

ჟოლო (შემოდგომის მოსავალი)

ფორანა როსა (ყვითელი)

 

+

 

 

 

ერიკა

 

+

 

 

 

პოლკა

 

+

 

 

 

ახალქალაქი

სახეობა

ჯიში

საძირე

მიზანი

ცოცხალი პროდუქტი

ჩირი

ცოცხალი პროდუქტის

ექსპორტი

ჩირის

ექსპორტი

 

ვაშლი

ჰანიკრისპი

P 60 or 62-396*

+

 

 

 

ჰანიგოლდი

P 60 or 62-396

 

 

 

 

ჟოლო**

ფორანა როსა

 

+

 

 

 

ერიკა

 

+

 

 

 

პოლკა

 

+

 

 

 

ცხრატყავა***

(ლურჯი ცხრატყავა)

რუსული ჯიშები:

ტუნდრა, ავრორა და სხვა

 

+

+

 

+

სასკატუნი (Amelanchier alnifolia)

რუსული ან კანადური ჯიშები

 

 

+

 

+

თხილი

 

 

 

 

+

 

მარწყვი****

 

 

+

 

 

 

*ვაშლის საძირე შეიძლება იყოს რუსული ან პოლონური ჯიშის.  ისინი უფრო მეტად ყინვაგამძლეა. დარგვა: გადანერგვის ადგილი მიწის ზედაპირთან ახლოს. გამოზამთრება თოვლის ქვეშ.  

**ჟოლო (ყვითელი ნაყოფი) – მოსავლის აღება ხდება შემოდგომას, ყველა ლერწამი იჭრება ზამთრის დადგომამდე, გამოზამთრება თოვლის ქვეშ.

***ცხრატყავა - ხდება ორი სხვადასხვა ჯიშის დარგვა ჯვარედინი დამტვერვისთვის

****მარწყვი ირგება პლასტმასის კლუმბაში, წვეთოვანი სარწყავით, გამოზამთრება თოვლის ქვეშ.

| |