კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობის შესახებ 15:30

განცხადება

12 ივლისი

15:30

საერთო-სამოქალაქო მოძრაობის - „მრავალეროვანი საქართველო“ სადამკვირვებლო მისია 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის პროცესზე ქვემო ქართლში (ქალაქი რუთავი), კახეთში (ქალაქები: თელავი, ყვარელი, ახმეტა), შიდა ქართლში (ქალაქი გორი), მცხეთა-მთიანეთში (ქალაქი მცხეთა) თბილისის 3 საარჩევნო ოლქში (კრწანისი, ისანი, სამგორი) და ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ვრცელდება. აქედან ორგანიზაციის დამკვირვებლები 100%-ით ფარავენ ქალაქებს - თელავი, გორი და მცხეთა.

„მრავალეროვანი საქართველო“ მიმდინარე კენჭისყრის პროცესს 155 დამკვირვებლის მეშვეობით აკვირდება. მათ შორის 115უბნის დამკვირვებელი, 9 საოლქო საარჩევნო კომისიის, 30 მობილური ჯგუფის და 1 ცესკოს დამკვირვებელი გახლავთ. 

 

„მრავალეროვანი საქართველოს“ სადამკვირვებლო მისიის მიერ მოპოვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, 12:00 მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობა მცხეთაში 20%-ია, გორში - 15.10% და თელავში 13.20%. თბილისში ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ 3 საარჩევნო ოლქის (კრწანისი #4, ისანი #5 და სამგორი #6) 46 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა აქტივობა არის 13%.

12 ივლისის 8:00სთ-დან 15:00სთ-მდე არსებული მონაცემებით, დამკვირვებელთა მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, კენჭისყრის პროცესი მცირედი ხარვეზებით ხორციელდება.

ამ ეტაპისთვის დაწერილია 3 საჩივარი და გამოვლენილია 38 ინციდენტი: 

  • გორის #32 საარჩევნო ოლქის #16 საარჩევნო უბანი 7:00სთ-ზე ადრე გაიხსნა. „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლის მითითების საფუძველზე ვერ აღმოიფხვრა დარღვევა და შესაბამისად, დაიწერა საჩივარი.
  • იმავე გორის #32 საარჩევნო ოლქის #16 საარჩევნო უბანზე წილისყრის ჩატარების დარღვევის 1 შემთხვევა დაფიქსირდა. კერძოდ, კომისიის წევრებმა თვითნებურად გადაინაწილეს ფუნქციები. დამკვირვებლის საჩივრის საფუძველზე წილის ყრა ჩატარდა.
  • იმავე გორის #32 საარჩევნო ოლქის #16 საარჩევნო უბანზე წილისყრის ჩატარებამდე კომისიის წევრებს დაურიგდათ ამომრჩეველთა სიები, მარკირების სითხე და სხვა ინვენტარი. ჩვენი დამკვირვებლის მიერ დაიწერა საჩივარი, რადგან სიტყვიერი მითითებით ხარვეზი არ აღმოიფხვრა.

 რაც შეეხება სიტყვიერი მითითებით აღმოფხვრილ ინციდენტებს:

  • მცხეთის #27 საარჩევნო ოლქის #2 საარჩევნო დაფიქსირდა პროცედურული დარღვევა. კერძოდ რეგისტრატორმა ამომრჩეველს ერთი ბიულეტენის ნაცვლად, 2 ბიულეტენი გადასცა. ორგანიზაციის დამკვირვებლის მითითების შემდეგ, დაიწერა ახსნა-განმარტებითი ბარათი და ბიულეტენი ბათილად იქნა ცნობილი. 

 

 

  • · გორის#32 საარჩევნო ოლქის  #8 უბანზე დაფიქსირდა პირადობის მოწმობის გარეშე ხმის მიცემის მცდელობა, რომელიც აღიკვეთა ორგანიზაციის დამკვირვებლის რეაგირების შემდეგ.
  • · გორის#32 საარჩევნო ოლქის #8 უბანზე ამომრჩეველი გამოცხადდა ვადაგასული პირადობის მოწმობით. ორგანიზაციის დამკვირვებლის რეაგირების შემდეგ ამომრჩეველს არ მიეცა ხმის მიცემის უფლება.
  • · გორის#32 საარჩევნო ოლქის #21 საარჩევნო უბანზე დილიდან აფიქსირებს ორგანიზაციის დამკვირვებელი, რომ სადემონსტრაციო ოქმში სპეციალური სიის გრაფაში ამომრჩეველთა რაოდენობას არ აღნიშნავენ იმ მოტივით, რომ შესაძლოა ამომრჩეველთა რაოდენობა გაიზარდოს. „მრავალეროვანმა საქართველომ“ მიმართა ცესკოს განმარტებისთვის. მივიღეთ პასუხი, რომ შემთხვევა გამოსწორდება და მითითება მიეცემა შესაბამის საარჩევნო კომსიებს.

 

„მრავალეროვანი საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში 6 ოპერატორი საგანგებო რეჟიმში მუშაობს. მათი მეშვეობითორგანიზაციის დამკვირვებლები რეგულარულად გვაწვდიან ინფორმაციას ნებისმიერ საყურადღებო ფაქტზე, რომელმაცშესაძლოა, ხელი შეუშალოს კონკრეტულ რეგიონებში დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას.

ნებისმიერ მოქალაქეს თავადაც შეუძლია დარღვევების შესახებ ინფორმაციის მიწოდება “მრავალეროვანი–საქართელოს” ცხელი ხაზისთვის, რომელიც კონკრეტულად მოქალქეების მიერ მიწოდებული ინფორმაციის მიღებისა და მასზე რეაგირების მიზნით მთელი დღის განმავლობაში იმუშავებს.

სადამკვირვებლო პროგრამას სამართლებრივ მხარდაჭერას უწევს ორგანიზაციის იურისტი.

 

პროგრამის დონორი ორგანიზაციები გახლავთ ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში, ნიდერლანდების სამეფოს საელჩოსაქართველოში, ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“  და ეროვნული ღვაწლი დემოკრატიისთვის (NED).

ანგარიშში, პრესრელიზსა და თუ სპეციალურ განცხადებებში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის „მრავალეროვან საქართველოს“ და შესაძლოა, არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციების შეხედულებებს.

 

მედიისთვის შემდეგ განცხადებას “საერთო სამოქალაქო მოძრაობა - მრავალეროვანი საქართველო” დღის განმავლობაში გამოვლენილი პროცედურული დარღვევების შესახებ განცხადებას მედია ცენტრში, 18:30-ზე გააკეთებს.

  

მადლობას მოგახსენებთ ყურადღებისთვის.

“მრავალეროვანი საქართველოს” პრეს-სამსახური

პრეს-სამსახური

| |