„მრავალეროვანმა საქართველომ“ ეთნიკურ უმცირესობათა კომპაქტური დასახლების რეგიონებში სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამის განხორციელება დაიწყო

„მრავალეროვანმა საქართველომ“, ფონდი „ეროვნული ღვაწლი დემოკრატიისათვის“ ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის „ეთნიკურ უმცირესობათა კომპაქტური დასახლების რეგიონებში სამოქალაქო საზოგადოების განვითარება“ განხორციელება დაიწყო. პროექტი მიზნად ისახავს ახალქალაქისა და ნინოწმინდის (სამცხე-ჯავახეთის რეგიონი), ასევე წალკის მუნიციპალიტეტებში (ქვემო ქართლის რეგიონი) ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა გაძლიერებას, რეგიონისთვის მნიშვნელობანი და საჭირბოროტი საკითხების, პრობლემებისა და გამოწვევების ადვოკატირებისა და ლობინგის კუთხით.    

 

აგვისტოში, პროექტის გუნდი მიზნობრივ რეგიონებში ვიზიტით იმყოფებოდა, სადაც საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან გამართა, პროექტში ყველა დაინტერესებული მხარის მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფის მიზნით. 20-22 აგვისტოს მონაკვეთში გაიმართა 6 საინფორმაციო შეხვედრა წალკაში, ნინოწმინდასა და ახალქალაქში (2 თითეულ მუნიციპალიტეტში). შეხვედრებმა მოიცვეს ორი სხვადასხვა ჯგუფი: ა) დამწყებთა ჯგუფი, ვისაც საზოგადოებრივი ორგანიზაციის დაარსება სურს და ბ) ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც თავიანთი ორგანიზაციების ინსტიტუციონალური გაძლიერება/განვითარებაზე არიან ორიენტირებულნი.

2-6 ოქტომბერს კი ქ.ქობულეთში გაიმართა ტრენინგი დამწყებთათვის, რომელიც მიზნად ისახავდა მონაწილეთა შესაძლებლობების განვითარებას, საზოგადოებრივი ორგანიზაციის დაფუძნება/ამოქმედების კუთხით. ნოემბრის თვეში ასევე დაგეგმილია კიდევ ორი სატრენინგო პროგრამის ორგანიზება: 1) დამწყებთა ჯგუფისათვის (ფონდებთან მუშაობისა და პროექტის მართვის კუთხით), და 2) ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისათვის (ორგანიზაციულ განვითარებაზე).

პრეს-სამსახური

| |