“კოალიცია ნდობისათვის” პროექტის ფარგლებში სემინარების მეხუთე რაუნდი ჩატარდა

7-15 ოქტომბის მონაკვეთში, „მრავალეროვანმა საქართველომ“, ევროკავშირისა და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანსებული სამწლიანი რეგიონალური პროექტის ”კოალიცია ნდობისათვის” ფარგლებში, ქობულეთში სემინარების მეხუთე რაუნდი (სამი 3-დღიანი ღონისძიება) ჩაატარა თემაზე ადვოკატირება და ადვოკატირების კამპანიის დაგეგმვა“. ღონისძიებებს სამი განსხვავებული მიზნობრივი ჯგუფის წამომადგენლები ესწრებოდნენ - ჟურნალისტები, სტუდენტები და სამოქალაქო აქტივისტები.

 

პროექტი 2012 წლის ბოლოდან ხორციელდება სამხრეთ კავკასიაში(სომხეთში, აზერბაიჯასა და საქართველოში, ასევე აბხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის არააღიარებულ რესპუბლიკებში). იგი მიზნად ისახავს რეგიონში დემოკრატიისა და კულტურათშორისი დიალოგის განვითარებას, ასევე ადამიანის უფლებების დაცვას.  ნდობის აღდგენასა და ხალხთა შორის კონტაქტების დამყარებას, კონფლიქტების მოგვარებისათვის ახალი პერსპექტივების აღმოჩენის მეშვეობით. პროექტს მართავს ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი, რეგიონში მოქმედი პარტნიორი და ასოციირებული ორგანიზაციების დახმარებით. საქართველოში პროექტით დაგეგმილ ღონისძიებებს ახორიციელებს საერთო-სამოქალაქო მოძრაობა ”მრავალეროვანი საქართველო” და ადამიანის უფლებათა ცენტრი.  

| |