დავით უსუფაშვილი პარლამენტის შენობაში მოძრაობა "მრავალეროვანი საქართველოს" ინიციატივით ორგანიზებულ შეხვედრას დაესწრო

პარლამენტის თავმჯდომარე ახალქალაქში, ნინოწმინდასა და წალკაში მოქმედი სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.

დავით უსუფაშვილმა სტუმრებს მიმართა და აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტში ისინი არ არიან სტუმრები, “საქართველოს პარლამენტი არის თქვენი, საქართველოს მოქალაქეების, ასე რომ, თქვენ სტუმრად არ ბრძანდებით ამ შენობაში, თქვენ ისეთივე მასპინძლები ხართ, როგორც ჩვენ“.

სტუმართა შეკითხვები შეეხებოდა „თვითმმართველობის კოდექსს“, კანონპროექტს „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონს „ორმაგი მოქალაქეობის“ შესახებ და სხვა საკანონმდებლო ინიციატივებს.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაინტერესდნენ კანონით „სახელმწიფო ენის შესახებ“. პარლამენტის თავმჯდომარემ საკითხში უკეთ გარკვევისათვის მათ პარლამენტში, კანონპროექტის ავტორებთან შეხვედრის ორგანიზება შესთავაზა, სადაც შესაძლებლობა ექნებათ სამუშაო შეხვედრის ფორმატში დეტალურად განიხილონ ყველა მათთვის საინტერესო საკითხი და საკანონმდებლო რეგულაცია. 

შეხვედრაზე დავით უსუფაშვილმა კომუნიკაციასა და ინფორმაციის მიღების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და იმ კანონპროექტების შესახებაც ისაუბრა, რომელთა მიღებაზეც ახლა მუშაობს საკანონმდებლო ორგანო.

შეხვედრას დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გუბაზ სანიკიძე, პარლამენტის წევრები რუსლან პოღოსიანი, შალვა კიკნაველიძე და ორგანიზაცია "მრავალეროვანი საქართველოს" თავმჯდომარე არნოლდ სტეფანიანი ესწრებოდნენ.

პრესს

| |