„მრავალეროვანმა საქართველომ“ ეთნიკურ უმცირესობათა კომპაქტური დასახლების რეგიონებში სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამის ფარგლებში შეხვედრები გამართა

2015 წლის 9-13 თებერვალს, „მრავალეროვანმა საქართველომ“ გამართა შეხვედრები,  მის მიერ მართული პროექტის „ეთნიკურ უმცირესობათა კომპაქტური დასახლების რეგიონებში სამოქალაქო საზოგადოების განვითარება“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება ფონდის „ეროვნული ძალისხმევა დემოკრატიისათვის“ ფინანსური მხარდაჭერით. შეხვედრების უშუალო ამოცანას წარმოადგენდა ახალქალაქის, ნინოწმინდისა და წალკის მუნიციპალიტეტებში მოღვაწე სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მედია საშუალებების წარმომადგენლების სხვადასხვა სამთავრობო დაწესებულებების ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრების ორგანიზება. შეხვედრების საშუალება მისცა მიზნობრივ ჯგუფებს, რათა მკაფიო წარმოდგენა შეექმნათ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროცესის თაობაზე, ისევე როგორც წინ წამოეწიათ მათთვის საინტერესო საკითხები და შესაბამისად მიეღოთ კვალიფიცირებული ახსნა-განმარტებები.

პროექტის ფარგლებში გაიმართა შემდეგი შეხვედრები: გიორგი გვახარია, საქართველოს ბიზნეს ომბუცმენი; ქეთევანვაშაკიძე, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის დირექტორი; დავით უსუფაშვილი, საქართველოს პარლამენტისთავმჯდომარე; გუბაზ სანიკიძე, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, ამჟამადსაქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი; რუსლან პოღოსიანი, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქოინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე; გოჩა ცოფურაშვილი, საქართველოს სოფლისმეურნეობის მინისტრის მოადგილე; ლიკა გიგაური და გიორგი შარვაშიძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერებისმინისტრის მოადგილეები; თამარ მანჯავიძე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვისსამინისტროს ადმინისტრაციის უფროსი; ირაკლი ჟორჟოლიანი, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთასამინისტროსთან არსებული სსიპ "ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის" დირექტორი; ნუგზარკანდელაკი, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდობის საქმეთადეპარტამენტის უფროსი; თინათინ ღოღელიანი, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის სამოქალაქოინტეგრაციის სამმართველოს უფროსი; კობა ჩოფლიანი და ბელა ოსიპოვა, საქართველოს სახალხო დამცველთან მოქმედი ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს კოორდინატორები; ივანე კიღურაძე, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, ისევე როგორც ამავე კომიტეტის ხუთი წევრი (პარლამენტის წევრები).

შეხვედრების შედეგად, ხელისუფლების წარმომადგენლები და პროექტის მონაწილეები შეთანხმდნენ კონკრეტულქმედებებსა და ინიციატივებზე. გარდა ამისა, პროექტის მონაწილეთათვის მოეწყო ექსკურსია პარლამენტში. მათ ასევე მოინახულეს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთან არსებული სპორტის მუზეუმი.

ვიზიტის მსვლელობისას, მიზნობრივი ჯგუფების წარმომადგენლები ასევე გაეცნენ „მრავალეროვანი საქართველოს“ საქმიანობას, მის ინსტიტუციონალურ სტრუქტურასა და ფუნქციონირების პრინციპებს.

 

შეგახსენებთ, რომ პროექტი „ეთნიკურ უმცირესობათა კომპაქტური დასახლების რეგიონებში სამოქალაქო საზოგადოების განვითარება“ მიზნად ისახავს ახალქალაქისა და ნინოწმინდის (სამცხე-ჯავახეთის რეგიონი), ასევე წალკის მუნიციპალიტეტებში (ქვემო ქართლის რეგიონი) ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა გაძლიერებას, რეგიონისთვის მნიშვნელობანი და საჭირბოროტი საკითხების, პრობლემებისა და გამოწვევების ადვოკატირებისა და ლობინგის კუთხით.

პრეს-სამსახური

| |