“კოალიცია ნდობისათვის” პროექტის ფარგლებში სემინარების მეექვსე რაუნდი ჩატარდა

2015 წლის 6-23 თებერვლის მონაკვეთში, „მრავალეროვანმა საქართველომ“, ევროკავშირისა და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანსებული სამწლიანი რეგიონალური პროექტის ”კოალიცია ნდობისათვის” ფარგლებში, თბილისში სემინარების მეექვსე რაუნდი (სამი 3-დღიანი ღონისძიება) ჩაატარა თემაზე „ნდობის აღდგენა ეროვნულ და რეგიონულ დონეზე“. ღონისძიებებს სამი განსხვავებული მიზნობრივი ჯგუფის წამომადგენლები ესწრებოდნენ - ჟურნალისტები, სტუდენტები და სამოქალაქო აქტივისტები.

სემინარებს უძღვებოდნენ სფეროში მომუშავე ექსპერტები ზურაბ ბენდიანიშვილი (კოალიცია დევნილთა უფლებებისათვის) და ივანე ბაძაღუა, დამოუკიდებელი ტრენერი. ცალკეული სესიები ასევე ჩაატარეს მოწვეულმა სტუმრებმა - „კავკასიური კვანძის“ კორესპონდენტმა ბ.კმუზოვმა, „სამოქალაქო ფორუმის“ თავმჯდომარემ თ. არბოლიშვილმა, სტუდია-რეს დირექტორმა მ.ყუფარაძემ, „სამოქალაქო მოსმენების“ პროექტის კოორდინატორებმა ნ.გოგოლაშვილმა და ი.ჩიხლაძემ.

პროექტი 2012 წლის ბოლოდან ხორციელდება სამხრეთ კავკასიაში (სომხეთში, აზერბაიჯასა და საქართველოში, ასევე აბხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის არააღიარებულ რესპუბლიკებში). იგი მიზნად ისახავს რეგიონში დემოკრატიისა და კულტურათშორისი დიალოგის განვითარებას, ასევე ადამიანის უფლებების დაცვას.  ნდობის აღდგენასა და ხალხთა შორის კონტაქტების დამყარებას, კონფლიქტების მოგვარებისათვის ახალი პერსპექტივების აღმოჩენის მეშვეობით. პროექტს მართავს ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი, რეგიონში მოქმედი პარტნიორი და ასოციირებული ორგანიზაციების დახმარებით. საქართველოში პროექტით დაგეგმილ ღონისძიებებს ახორიციელებს საერთო-სამოქალაქო მოძრაობა ”მრავალეროვანი საქართველო” და ადამიანის უფლებათა ცენტრი.

პრეს-სამსახური

| |