ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ეთნიკურად სომეხი მოსახლეობის, ადგილობრივი თვითმმართველობის მუშაობაში ფართო ჩართულობისათვის ხელშეწყობა

2015 წლის იანვარ-თებერვალში, საერთო-სამოქალაქო მოძრაობამ მრავალეროვანმასაქართველომ, კანადის ადგილობრივ ინიციატივათა მხარდაჭერის ფონდის ხელშეწყობით, განახორციელა პროექტი"საქართველოში ეთნიკურად სომეხიმოსახლეობის ფართო ჩართულობისათვისხელშეწყობა". პროექტი მიზნად ისახავდა ხელი შეეწყო ახალქალაქისა და ნინოწმინდისმუნიციპალიტეტებში მცხოვრებიეთნიკურად სომეხი მოსახლეობის ფართოჩართულობას ადგილობრივითვითმმართველობის მუშაობაში, მათ შორისსოფლებში ახლად შექმნილ მოხალისეობაზედაფუძნებულ სათემო საბჭოებში; ასევე გაეღრმავებინა ადგილობრივი სამოქალაქოსაზოგადოებრივი სექტორის პოტენციალი ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის რეალიზების მონიტორინგის კუთხით და ხელი შეეწყო მოსახლეობის ჩართულობას ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ამ მიზნით, პროექტი ითვალისწინებდაადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირებას მთავრობის მიერ ინიცირებული  დეცენტრალიზაციისადა თვითმმართველობის რეფორმის ხედვის, მიზნების, ამოცანებისა და დაგეგმილი აქტივობებისშესახებ.

ამრიგად, 2-28 თებერვლის მონაკვეთში, წინასწარ მომზადებულმა ოთხმა ადგილობრივმა განმანათლებელმა პროექტის მიზნობრივ მუნიციპალიტეტებში შემავალ სოფლებში 97 საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრა ჩაატარეს, კერძოდ 64 ახალქალაქისა და 31 ნინოწმინდის ოლქებში; თითო-თითო შეხვედრა ასევე რაიონულ ცენტრებშიც გაიმართა. შეხვედრებმა ჯამში 1685-მდე ადგილობრივი მოსახლე მოიცვეს, მათ შორის სტუდენტები, მედიის წარმომადგენლები, საზოგადოებრივი აზრის ლიდერები, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები, მასწავლებლები, ფერმერები და ა.შ.  

პროექტის ფარგლებში ასევე ჩატარდა ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა შესაძლებლობების გაძლიერებაზე ორიენტირებული კომპლექსური საგანმანათლებლო პროგრამა. პირველი ტრენინგის თემა იყო ორგანიზაციული განვითარება და მენეჯმენტი, ხოლო მეორე - ფონდების მოძიება და პროექტის ციკლის მართვა. პროგრამა მიზნად ისახავდა მონაწილეთა შესაძლებლობების გაძლიერებას, რათა მათ მომავალში უკეთ შეძლონ ადგილზე არსებული პრობლემების, საკითხებისა და გამოწვევების ადრესირება, ასევე სამოქალაქო სამონიტორინგო და სათემო მობილიზების კამპანიებში ჩართვა.   

გარდა ამისა, 8-13 თებერვალს და 24-27 თებერვალს მოეწყო შეხვედრები თბილისში მოქმედ სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების, სამთავრობო სტრუქტურების (საკანონმდებლო დააღმასრულებელი ხელისუფლება) და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცათ გაცნობოდნენ წარმატებული არასამთავროვო ორგანიზაციების საქმიანობას, ასევე დაემყარებინათ კავშირები დედაქალაქში მოქმედ სხვადასხვა ორგანიზაციებსა თუ სტრუქტურებთან და შესაბამისად მათთვის გაეცნოთ რეგიონში არსებული საჭიროებები,პრობლემები და გამოწვევები.

შემდეგი შეხვედრები გაიმართა პროექტის ფარგლებში: გიორგი გვახარია, საქართველოს ბიზნესომბუცმენი; ქეთევან ვაშაკიძე, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის დირექტორი; დავითუსუფაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე; გუბაზ სანიკიძე, დიასპორისა დაკავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, ამჟამად საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი; რუსლან პოღოსიანი, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე; გოჩა ცოფურაშვილი, საქართველოს სოფლისმეურნეობის მინისტრის მოადგილე; ლიკა გიგაური და გიორგი შარვაშიძე, საქართველოსგანათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეები; თამარ მანჯავიძე, საქართველოს შრომის,ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსი; ირაკლიჟორჟოლიანი, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთან არსებულისსიპ "ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის" დირექტორი; ნუგზარ კანდელაკი,საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდობის საქმეთადეპარტამენტის უფროსი; თინათინ ღოღელიანი, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის სამოქალაქო ინტეგრაციის სამმართველოს უფროსი; კობა ჩოფლიანი და ბელა ოსიპოვა, საქართველოსსახალხო დამცველთან მოქმედი ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს კოორდინატორები; ივანეკიღურაძე, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე,ისევე როგორც ამავე კომიტეტის ხუთი წევრი (პარლამენტის წევრები).

შეხვედრების შედეგად, ხელისუფლების წარმომადგენლები და პროექტის მონაწილეები შეთანხმდნენ კონკრეტულ ქმედებებსა და ინიციატივებზე. გარდა ამისა, პროექტის მონაწილეთათვისმოეწყო ექსკურსია პარლამენტში. მათ ასევე მოინახულეს საქართველოს სპორტისა დაახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო არსებული სპორტის მუზეუმი.

საინფორმაციო-შემეცნებით, საგანმანათლებლო და ადვოკატირების კომპონენტებთან ერთად, პროექტის ფარგლებში მომზადდა 2 თემატური ტელე-შოუ, რომელიც ნაჩვენები იყო ადგილობრივი ტელევიზიებით. ასევე ადგილობრივ ელექტრონულ გაზეთში დაიბეჭდა ოთხი თემატური სტატია.

პრეს-სამსახური

| |