ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში მედიატური მოეწყო

 "გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლები ერგნეთი, დიცი და ზარდიაანთკარი საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 30 მდე ჟურნალისტმა მოინახულა. მედიატურის მიზანია, კონფლიქტის ზონაში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციის გავრცელება ფართო აუდიტორიასთან.საქართველოს რეგიონული მედიის წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ მდგომარეობას, გაესაუბრნენ მოსახლეობას და მოპოვებული მასალებით მოამზადებული რეპორტაჟები და სტატიები, საკუთარ მედიასაშუალებებში გააშუქეს.  ყველა გავრცელებულ მასალას ,,ქართული მედია ჯგუფი“ მალე ერთად მოუყრის თავს და საკუთარ ვებ-პორტალზეც განათავსებს.მედიატურში მონაწილეობა მიიღეს ჟურნალისტებმა დასავლეთ საქართველოდან, კახეთიდან, სამცხე-ჯავახეთიდან და შიდა ქართლის რეგიონიდან. კონფლიქტის ზონაში მათთან ერთად ჩავიდნენ მედიატურის მხარდამჭერი ააიპ ,,საერთო-სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვანი საქართველოს“, წარმომადგენლები." საზღვრისპირა სოფლებში მედიატურის შესახებ ინფორმაცია რეგიონული მედიის წარმომადგენლებმა გაავრცელეს ( mediagroup.wordpress.com)

| |