პროექტს სახელწოდებით "კოალიცია ნდობისთვის"

      პროექტს სახელწოდებით "კოალიცია ნდობისთვის" საერთო სამქოალაქო მოძრაობა "მრავალეროვანი საქართველო" (PMMG) საქართველოში უკვე სამი წელია ახორციელებს. პროექტი მიზნად ისახავს ნდობის აღდგენას კონფლიქტით დაზარალებულ და დაყოფილ საზოგადოებაში და მისი დონორები ევროკავშირი და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო არიან. პროექტი PMMG-ის მცირე გრანტის ფარგლებში დაფინანსებული რამდენიმე ღონისძიებით დაიხურა. ერთ-ერთი ამ ღონისძიებათაგან 20 ნოემბერს სოფელ ერგნეთში კულტურათშორისი დაახლოვების მიზნით ჩატარდა. ღონისძიებაში, რომელიც "კულტურა გვაერთიანებს" პროექტის ფარგლებში განხორციელდა , ქართველი და ეთნიკურად ოსი მოსახლეობა მონაწილეობდა, ასევე მონაწილეობა მიიღეს თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის ვოკალურმა ანსანბლმა „დეკამ“ და ოსური დიასპორის წარმომადგენლებმა. კონცერტის დასრულების შემდეგ მოეწყო ტრადიციული ოსურ- ქართული სამზარეულოს კერძების მომზადება. კერძების მომზადების პროცესში ჩართული იყვნენ შერეული ოჯახები. ჩამოსულმა სტუმრებმა და მომღერლებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს ხინკლის მომზადებაში. პროექტის ორგანიზატორებს მომზადებული ჰქონდათ სპეციალური ყუთი, სადაც ყველას შეეძლო საკუთარი მოკითხვა და სურვილები შეეთვალა დეფაქტო საზღვრის იქით მცხოვრები ოსი ძმებისათვის.ღონისძიების ბოლოს ახალგაზრდებმა ოს და ქართველ ხალხს შორის ძმობის და სიყვარულის აღსაღნიშნავად და ცხინვალში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ხმის მისაწვდენად ცაში გაუშვეს ცეცხლოვანი ფრანები და ფეიერვერკი.

 

| |