„მრავალეროვანი საქართველოს“ თავმჯდომარე არნოლდ სტეფანიანი ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს ჯამბულ ხოზრევანიძეს შეხვდა.

 დღეს მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველოს“ თავმჯდომარე არნოლდ სტეფანიანი ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს ჯამბულ ხოზრევანიძეს შეხვდა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა არსებულ პრობლემებზე და არასამთავრობო სექტორის განვითარების მნიშვნელობაზე ხულოს მუნიციპალიტეტში. მხარეებმა მუნიციპალიტეტის მოსახლეობაში ტოლერანტობის განვითარების გზებზეც იმსჯელეს. ბატონმა ჯამბულმა აღნიშნა, რომ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულო მზად არის ხელი შეუწყოს სამოქალაქო სექტორის ყველა სასარგებლო ინიციატივას, მათ შორის ადგილობრივი მოსახლეობის აქტიურ ჩართულობას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მუშაობაში. 

ხულოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 34 500- ს შეადგენს, მათი დიდი უმრავლესობა მუსულმანია. მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“ უახლოეს მომავალში გეგმავს ხულოში ვიზიტს, სადაც ორგანიზებას გაუწევს არასამთავრობო სექტორსა და ადგილობრივი მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფებს შორის დისკუსიების გამართვას ტოლერანტობასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.

| |