მუნიციპალიტეტის ორგანოების 2021 წლის არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიის მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიში

მრავალეროვანი საქართველოს 2021 წლის 2 ოქტომბრის მუნიციპალური ორგანოების არჩევნების წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის ანგარიში
 
საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“ 2021 წლის 2 ოქტომბრის მუნიციპალური ორგანოების არჩევნების, წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის მეორე შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს. წინამდებარე შუალედური ანგარიში ფარავს 2021 წლის 1 სექტემბრიდან 2021 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით პერიოდს.
 
საარჩევნო დაკვირვების მიზანია, ხელი შეუწყოს არჩევნების სამართლიანობას და გამჭვირვალობას, ასევე გააძლიეროს ეთნიკურ უმცირესობათა ნდობა პოლიტიკური და საარჩევნო პროცესების მიმართ.
 
წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგი ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით.
 
მრავალეროვანი საქართველო 2021 წლის 2 ოქტომბერს გასამართ მუნიციპალური ორგანოების არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიის მონიტორინგს 21 გრძელვადიანი დამკვირვებლის მეშვეობით ახორციელებს თბილისსა და ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ საქართველოს რეგიონებში, მათ შორის:
 
სამცხე-ჯავახეთი - ნინოწმინდა, ახალქალაქი, ასპინძა, ახალციხე, ადიგენი, ბორჯომი;
ქვემო ქართლი - მარნეული, დმანისი, ბოლნისი, გარდაბანი, წალკა, თეთრიწყარო;
მცხეთა-მთიანეთი - მცხეთა;
კახეთი - ლაგოდეხი, საგარეჯო, ყვარელი, ახმეტა;
შიდა ქართლი - კასპი;
თბილისი - ისანი, კრწანისი და სამგორი.
 
   
    მუნიციპალიტეტის ორგანოების 2021 წლის არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიის მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიში

| |