საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნების სამონიტორინგო პროგრამის საბოლოო ანგარიში

2021 წლის 25 თებერვალს ორგანიზაციამ „საერთო-სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვანი საქართველო“ საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების სამონიტორინგო პროგრამის საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა.

 

ანგარიში ფარავს 2020 წლის 15 ივნისიდან 2020 წლის 3 დეკემბრამდე პერიოდს და მასში ასახულია როგორც წინასაარჩევნო გარემოს, ასევე არჩევნების დღისა და არჩევნების შემდგომი პერიოდის დაკვირვების შედეგები.

სამონიტორინგო პროგრამა განხორციელდა თბილისსა და საქართველოს რეგიონებში: სამცხე-ჯავახეთი, შიდა ქართლი, მცხეთა-მთიანეთი, ქვემო ქართლი და კახეთი. მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა საარჩევნო პრობლემები, საჭიროებები და გამოწვევები, ასევე შემუშავდა კონკრეტული რეკომენდაციები საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით.

 

სადამკვირვებლო მისიის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით „ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს“ (USAID) დაფინანსებით, ასევე შვედეთის სამეფოს საელჩოს, ნორვეგიის სამეფოს საელჩოს, საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩოს და ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის (NED) ფინანსური მხარდაჭერით. ანგარიშში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის საერთო-სამოქალაქო მოძრაობას „მრავალეროვანი საქართველო“ და შესაძლოა, არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციების შეხედულებებს.

 

  საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნების სამონიტორინგო პროგრამის საბოლოო ანგარიში

| |