მრავალეროვანი საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა აშშ-ს კონგრესის ბიბლიოთეკის ფარგლებში მოქმედი ცენტრის - „ღია სამყარო“ ორგანიზებით გამართულ ტელეკონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

მრავალეროვანი საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა, ალექსანდრა კალატოზიშვილმა აშშ-ს კონგრესის ბიბლიოთეკის ფარგლებში მოქმედი ცენტრის - „ღია სამყარო“ ორგანიზებით გამართულ ტელეკონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.
 
ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობდნენ ინკლუზიურობის საკითხებზე მომუშავე
ორგანიზაციებისა და სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები, საქართველოში აშშ-ს ყოფილი ელჩი ჯონ ტეფტი, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის, კონგრესისა და საელჩოს მაღალი რანგის წარმომადგენლები, მიეძღვნა პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური ინკლუზიის საკითხებს.
PMMG-ის დირექტორმა, ალექსანდრა კალატოზიშვილმა საკუთარ გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა საქართველოში ეთნიკურ უმცირესობათა პოლიტიკური
ჩართულობისა და ელექტორალური ქცევის პრაქტიკაზე, მათ შორის ბოლო 2020 საპარლამენტო არჩევნებზე დაყრდნობითაც და ამ მხრივ ქვეყანაში არსებულ
გამოწვევებზე ისაუბრა. ალექსანდრა კალატოზიშვილმა ტელეკონფერენციის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია საარჩევნო გარემოს გაუმოჯობესებასთან დაკავშირებულ ორგანიზაციის ხედვებზე.
მრავალეროვანი საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი ზემოთაღნიშნული პროგამის „ღია სამყარო“ ფარგლებში 2011 წელს იმყოფებოდა ფლორიდაში, ხოლო 2016 წელს ფასილიტატორის სტატუსით ჩრდილოეტ კაროლინაში. ალექსანდრა კალატოზიშვილი პროგრამის კურსადმთავრებულია.

| |