საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის არჩევნებზე სამონიტორინგო პროგრამის საბოლოო ანგარიში

საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“ ავრცელებს საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის არჩევნებზე სამონიტორინგო პროგრამის საბოლოო ანგარიშს.

ანგარიშში შეჯამებულია არჩევნების პირველი და მეორე ტური, ისევე როგორც წინასაარჩევნო და აჩევნების შემდგომი პერიოდები.

წინასაარჩევნო პერიოდში, სამონიტორინგო პროგრამა განხორციელდა 6 გრძელვადიანი დამკვირვებლის მეშვეობით, რომლებიც მუდმივ რეჟიმში აკვირდებოდნენ მიზნობრივი რეგიონების შესაბამის საარჩევნო ოლქებში არსებულ ვითარებასა და ელექტორალური ხასიათის ტენდენციებს. სამონიტორინგო პროგრამის ფარგლებში, ასევე შესწავლილ იქნა საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ ეთნიკური უმცირესობების ელექტორალური ჩართულობის ხელშეწყობის მიზნით გაწეული საქმიანობა.

2018 წლის არჩევნების პირველ ტურზე (28 ოქტომბერი) არჩევნების დღის სამონიტორინგო პროგრამა განხორციელდა 190 მოკლევადიანი დამკვირვებლის მეშვეობით და მოიცავდა 16 საარჩევნო ოლქს, კერძოდ: რუსთავის #20, გარდაბნის #21, მარნეულის #22, ბოლნისის #23, დმანისის #24, წალკის #25, თეთრიწყაროს #26, (ქვემო ქართლის რეგიონი), ბორჯომის #36, ახალციხის #37, ადიგენის #38, ასპინძის #39, ახალქალაქის #40, ნინოწმინდის #41, (სამცხე-ჯავახეთის რეგიონი), საგარეჯოს #11 (კახეთის რეგიონი), ასევე ისნის #5 და კრწანისის #4 (თბილისი) საარჩევნო ოლქებს. შესაბამის საარჩევნო უბნებზე, დაფიქსირებულ იქნა 35 ინციდენტი, აქედან ნაწილი მითითების შედეგად აღმოიფხვრა, დაიწერა 13 საჩივარი.

მე-2 ტურს ორგანიზაცია აკვირდებოდა გარდაბნის #21, მარნეულის #22, ახალციხის #37, ახალქალაქის #40, ნინოწმინდის #41 და ისნის #5 საარჩევნო ოლქებს. 234 დამკვირვებლის საშუალებით. სულ დაფიქსირდა 42 ინციდენტი, რომელთაგან 5 შემთხვევაში დაიწერა საჩივარი, დანარჩენი აღმოფხვრილ იქნა სიტყვიერი მითითების საფუძველზე.

ანგარიში ასევე მოიცავს რეკომენდაციებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის, სამართალდამცავი სტრუქტურების, სამოქალაქო საზოგადოებრივი სექტორისა და პოლიტიკური სუბიექტებისთვის.

საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის არჩევნებზე სამონიტორინგო პროგრამა განხორციელდა საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს, ეროვნული ღვაწლი დემოკრატიისათვის (NED), ა.შ.შ.-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.

ანგარიშის შინაარსზე პასუხისმგებელია საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“ და იგი შესაძლოა არ ასახავდეს საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს, ეროვნული ღვაწლი დემოკრატიისათვის (NED), ა.შ.შ.-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროს მოსაზრებებს..

 

  საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის არჩევნებზე სამონიტორინგო პროგრამის საბოლოო ანგარიში

| |