საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“ საინფორმაციო ბიულეტენს ავრცელებს

საერთო სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“ ავრცელებს საინფორმაციო ბიულეტენს, რომელიც მომზადდა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე წინასაარჩევნო, არჩევნების დღეზე და არჩევნების შემდგომ პერიოდზე სამონიტორინგო პროგრამის ფარგლებში.

 

ბიულეტენი მიმოიხილავს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისათვის „მრავალეროვანი საქართველოს“ სამონიტორინგო პროგრამის ძირითად მიმართულებებს, მისი გეოგრაფიული დაფარვის არეალს, მეთოდოლოგიურ მიდგომებსა და სამონიტორინგო ასპექტებს.

 

გარდა აღნიშნულისა, ბიულეტენი მიმოიხილავს სამონიტორინგო პროგრამის მიზნობრივ საარჩევნო ოლქებში არსებულ წინასაარჩევნო ვითარებას, ისევე როგორც გვთავაზობს ელექტორალური კუთხით არსებული გამოწვევების ანალიზსა და სიახლეებს.

 

მკითხველისათივს ასევე საინტერესო იქნება ინფორმაცია ინკლუზიური საარჩევნო გარემოს განვითარების ხელშეწყობის მიზნით „მრავალეროვანი საქართველოს“ პროგრამული აქტიობების შესახებ, ასევე არჩევნების დღისათვის ორგანიზაციის გეგმების თაობაზე.

 

არჩევნებზე სამონიტორინგო პროგრამა ხორციელდება საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოსა და ეროვნული ღვაწლი დემოკრატიისათვის (NED) ფინანსური მხარდაჭერით.

 

  საინფორმაციო ბიულეტენი

| |