განცხადება 07: 00-დან 08 : 00-მდე უბნის გახსნისა და მოწყობის, ასევე ხმის მიცემის პროცესის მიმდინარეობისა და 11:00 სთ. მდგომარეობით ამომრჩეველტა აქტივობის შესახებ

განცხადება

 

07:00-დან 08 : 00-მდე უბნის გახსნისა და მოწყობის, ასევე ხმის მიცემის პროცესის მიმდინარეობისა და 11:00 სთ. მდგომარეობით ამომრჩეველტა აქტივობის შესახებ

 

12 ნოემბერი

 

12 : 00

 

საერთო სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“ ახორციელებს თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების მე-2 ტურის სამონიტორინგო პროგრამას.

 

სამონიტორინგო პროგრამა ფარავს ბორჯომის #36, ხაშურის # 35 და ყაზბეგის # 29 საარჩევნო ოლქებს.

სამონიტორინგო პროგრამაში ჩართულია 83 მოკლევადიანი დამკვირვებელი, მათ შორის 63 საუბნო, 16 მობილიური ჯგუფის, 3 საოლქო საარჩევნო კომისიისა და 1 ცენტრალური საარჩევნო კომისიის დამკვირვებელი.

სამონიტორინგო პროგრამა სრულად ფარავს ბორჯომის # 36 და ყაზბეგის # 29 საარჩევნო ოლქებს, რაც შეეხება ხაშურის # 35 საარჩვნო ოლქს, სამონიტორინგო პროგრამა განხორციელდება ქალაქ ხაშურში მდებარე ყველა საარჩვნო უბანზე.

არჩევნების დღეზე სამონიტორინგო პროგრამის ხელშეწყობის მიზნით „მრავალეროვანი საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში ფუნქციონირებს ინციდენტების ცენტრი. ინციდენტების ცენტრის ოპერატორები მუშაობენ საგანგებო რეჟიმში. ოპერატორები მოკლევადიანი დამკვირვებლებისაგან მუდმივ რეჟიმში იღებენ და ამუშავებენ საარჩევნო ხასიათის ინფორმაციას. 

 

გარდა აღნიშნულისა, „მრავალეროვანი საქართველოს“ ოფისში მოქმედებს ცხელი ხაზი (591 04 76 02), რითაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია ისარგებლოს და არჩევნების დღეზე სამონიტორინგო პროგრამას მიაწოდოს მის ხელთ არსებული საარჩევნო ხასიათის ინფორმაცია.

 

არჩევნებზე დღეზე სამონიტორინგო პროგრამას სამართლებრივ მხარდაჭერას უწევენ პროგრამის იურისტები.

 

07:00-დან 08:00-მდე უბნის გახსნისა და მოწყობის პროცესში „მრავალეროვანი საქართველოს“ მოკლევადიანი დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის შესბამისად:

 

  • ყველა დამკვირვებელი დაუბრკოლებლივ შეუშვეს საარჩევნო უბანზე;
  • ყველა დამკვირვებელს მიეცა შესაძლებლობა თავისუფლად დაკვირვებოდა უბნის გახსნისა და მოწყობის პროცედურებს;
  • ყველა საარჩევნო უბანი მზად იყო  პირველი ამომრჩევლის მისაღებად 08:00 საათისათვის;
  • არ დაფიქსირდა არცერთი დარღვევა უბნის გახსნისა და მოწყობის პროცესში.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით შესაძლოა დავასკვნათ, რომ უბნის გახსნისა და მოწყობის პროცესი  წარიმართა მშვიდ გარემოში ხარვეზების გარეშე.

 

მიუხედავად აღნიშნულისა ორგანიზაციის დამკვირვებლების მიერ ხმის მიცემის პროცესში დაფიქსირდა რამოდენიმე ხარვეზი, კერძოდ:

 

ხაშურის # 35 საარჩევნო ოლქის # 1 უბანზე ადგილი ქონდა ინციდენტს, რის შესაბამისადაც ამომრჩეველმა საარჩევნო კონვერტი მოათავსა გადასატან საარჩევნო ყუთში, ნაცვლად ძირითადი საარჩევნო ყუთსა. აღნიშნული ინციდენტი გაპროტესტებულ იქნა „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლის მიერ, რის შედეგადაც გადასატანი საარჩევნო ყუთი  გაიხსნა და ხელმეორედ დაილუქა.

 

ბორჯომის #36 საარჩევნო ოლქის # 15 უბანზე ამომრჩეველზე გაცემულ იქნა ბიულეტინი ამომრჩეველთა ერთიან სიაში ხელმოწერის დაფიქსირების გარეშე. ინციდენტი გაპროტესტებულ იქნა „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლის მიერ, რის შედეგადაც ხარვეზი აღმოფხვრილ იქნა. 

 

11:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა შეადგენს:

  • ბორჯომი: 3157 კაცი (26528-დან) – 11,9%
  • ხაშური: 1646 კაცი (48963-დან) – 3,4%
  • ყაზბეგი: 515 კაცი (5313-დან) – 9,7%

 

“მრავალეროვანი საქართველო” 2003 წლიდან აქტიურად არის ჩართული ქვეყანაში არჩევნების გამჭვირვალობის ხელშეწყობისა და საარჩევნო პროცედურების ეფექტურად რეალიზების პროცესში. ორგანიზაცია მონიტორინგს უწევდა საქართველოში გამართულ ყველა არჩევნებს.

 

არჩევნების დღეზე სამონიტორინგო პროგრამა ხორციელდება საქართველოშინიდერლანდებისსამეფოსსაელჩოს, ფონდიღიასაზოგადოებასაქარველოს“ (OSGF), საქართველოშიდიდიბრიტანეთისადაჩრდილოეთირლანდიისგაერთიანებულისამეფოსსაელჩოსა და  ნორვეგიის საგარეო საქამეთა სამინისტროს მხარდაჭერით.

 

განცხადების შინაარსზე პასუხისმგებელია საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“ და იგი შესაძლოა არ ასახადეს დონორი ორგანიზაციების შეხედულებებსა და მოსაზრებებს.

| |