საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“ ავრცელებს მე-2 წინასაარჩევნო საინფორმაციო ბიულეტენს

საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“ ავრცელებს მე-2 წინასაარჩევნო საინფორმაციო ბიულეტენს, რომელშიც აღწერილია 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებისათვის ორგანიზაციის სამონიტორინგო პროგრამის ძირითადი მიმართულებები, წინასაარჩევნო პერიოდში არსებული პრაქტიკა, სიახლეები, და გამოწვევები, ინკლუზიური საარჩევნო გარემოს ხელშეწყობის მიზნით, ორგანიზაციის მიერ რეალიზებული პროგრამული აქტივობები და ასევე 15 სექტემბრიდან -16 ოქტომბრის ჩათვლით წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილი ინციდენტები.

საერთო სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვანი საქართველო ახორციელებს წინასაარჩევნო და არჩევნების დღის მონიტორინგს ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთისა და შიდა ქართლის რეგიონებში.

სამონიტორინგო პროგრამა ხორციელდება საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს, ეროვნული ღვაწლი დემოკრატიისათვის (NED), ფონდი „ღია საზოგადოება საქარველოს“ (OSGF), საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩოსა და შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.

 

  საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველოს“ მე-2 წინასაარჩევნო საინფორმაციო ბიულეტენი 

| |