ტრენინგი ადვოკატირებისა და მონიტორინგის ეფექტურად განხორციელებისათვის

PMMG-მ ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციალიტეტის წარმომადგენლებისათვის ადვოკატირებისა და მონიტორინგის ეფექტურად განხორციელებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების განსავითარებელი ტრენინგები ჩაატარა.
პროექტს, რომლის ფარგლებშიც აღნიშნული ტრენინგი ჩატარდა, „ევროპის ფონდი“ აფინანსებს და მისი სახელწოდებაა „ფართო საზოგადოებრივი ჩართულობა ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში პრობლემათა გამოვლენისა და მათი გადაწყვეტის პროცესში“.
აღნიშნული პროექტის განხორციელება მიზნად ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში ფართო საზოგადოებრივი ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინებით ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ გასაწევი მომსახურებისა და პროგრამული პრიორიტეტების ეფექტურად დაგეგმვისა და რეალიზების ხელშეწყობას ისახავს. 
ამასთან, პროექტი მოიცავს ორ ძირითად ეტაპს - ადვოკატირებასა და მონიტორინგს. ადვოკატირების პროცესში ადგილობრივი მოსახლეობის საინიციატივო ჯგუფების მიერ იდენტიფიცირებული ორი ძირითადი პრობლემის 2017 წლის ბიუჯეტში მოხვედრის ლობირება შედის, ხოლო მონიტორინგის ეტაპი აღნიშნული პრობლემების მოგვარების პროცესზე დაკვირვებას ითვალისწინებს.
პროექტის ფარგლებში წინასწარი კონსულტაციების შედეგად ნინოწმინდისა და ახალქალაქის მუნიციალიტეტების მოსახლეობათაგან შერჩეული 10-10 მონაწილის დატრენინგება მათთვის სწორედ იმ უნარ-ჩვევებისა და თეორიული ცოდნის გადაცემას ისახავდა მიზნად, რომლის მეშვეობითაც ისინი შეძლებენ ეფექტური ადვოკატირებისა და მონიტორინგის განხორციელებას ადგილობრივი ფორმირების პროცესში.

 

 

| |