საპარლამენტო დელეგაცია ახალქალაქში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

საპარლამენტო დელეგაცია ახალქალაქში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა ადამინაის უფლებათა დაცვის კომიტეტის ორგანიზებითა და ვესტმისტერის დემოკრატიის ფონდის მხარდაჭერით განხორციელდა. ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მობილიზება მოახდინა და შეხვედრაში აქტიური მონაწილეობა მიიღო საერთო სამოქალაქო მოძრაობამ "მრავალეროვანი საქართველო". შეხვედრა "მრავალეროვანი საქართველოს" ევროპასთან ინტეგრაციის საინფორმაციო ცენტრში გაიმართა. ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, საქართველოს პარლამენტის დეპუტატებს და დელეგაციის სხვა წევრებს ახალქალაქში არსებული პრობლემები გააცნეს და ამ პრობლემების გადაჭრაში დახმარების პირობა მიიღეს. დისკუსიის ძირითადი თემა ახალქლაქში მცხოვრები ეთნიკურად სომეხი მოსახლეობის ინტეგრაცია იყო საქართველოს დანარჩენ მოსახლეობასთან. საუბარი ასევე შეეხო მათი მოტივაციის გაზრდის შესაძლებლობას სხელმწიფო ენის შესწავლასთან დაკავშირებით. თბილისიდან ჩასულმა სტუმრებმა ახალაქალაქში მდებარე #4 სომხური სკოლაც მოინახულეს, ასევე გაეცვნენ ახალქალაქის კულტურის სახლის პრობლემებს და მის თავმჯდომარეს დახმარებას დაპირდნენ. 

  

 

| |