"მრავალეროვანი საქართველო" ებრაელ ხალხს ხანუქას დღესასწაულს ულოცავს

საერთო სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“ ებრაელ ხალხს ხანუქას დღესასწაულს ულოცავს   . ხანუქას დღესასწაული ძვ. წ. II საუკუნეში დაწესდა და ის სინათლის სიბნელეზე, სიკეთის ბოროტებაზე, სამართლიანობის უსამართლობაზე გამარჯვების სიმბოლოა.  ამ დღეებში ებრაელი ხალხი დამპყრობლისგან ტაძრის დაბრუნებას ზეიმობს და ასევე იმ სასწაულს აღნიშნავს, როდესაც სოლომონის ტაძარში, მენორაში ერთი დღის სამყოფი ზეთი სასწაულებრივად რვა დღის მანძილზე ანათებდა. ამ სასწაულის აღსანიშნად რვა დღის მანძილზე თითო სანთელი ინთება.

 

| |