საერთო-სამოქალაქო მოძრაობა - მრავალეროვანი საქართველო
საერთო სამოქალაქო მოძრაობა - მრავალეროვანი საქართველო დაარსდა 1999 წელს და აერთიანებს საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც წარმოადგენენ საქართველოში მცხოვრებ სხვადასხვა ეთნიკურ, რელიგიურ და ლინგვისტურ ჯგუფებს.
სსმმს – ეს არის ქოლგა ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს რესურით მხარდაჭერას და თანამშრომლობს 18 სათვისტომოსა და 56-მდე საზოგადოებრივ ორგანზიაციასთან, რომლებიც მუშაობენ საქართველოში მცხოვრებ სხვადასხვა ეთნიკურ, რელიგიურ და ლინგვისტურ ჯგუფებთან ადამიანთა უფლებების დაცვის სფეროში. 
მოძრაობა მოქმედებს მთელი საქართველოს მასშტაბით. სსმმს-ს ძირითადი აქტიობები მიმართულია საქართველოს დედაქალაქსა და ხუთ რეგიონში, სადაც წარმოდგენილია ეთნიკური, ენობრივი და კულტურული მრავალფეროვნება – ქვემო ქართლი, სამცხე-ჯავახეთი, შიდა ქართლი, კახეთი და აჭარა. მოცემულ რეგიონებში მუდმივად მოქმედებს სსმმს-ს წარმომადგენლობები.
გრძელვადიან პერსპექტივაში, სსმმს მიისწრაფვის ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების საზოგადოებრივი ცხოვრების ნორმებად აღიარებისაკენ.
სიახლე
სემინარი სამხრეთ კავკასიაში მომუშავე უფლებათადამცველების, ჟურნალისთებსა და საზოგადოებრივი აქტივისტებისთვის 07.03.2013

2013 wlis 1-5 marts, «mravalerovanma saqarTvelom», NED-is finansuri mxardaWeriT q.erevanSi Caatara seminari, samxreT kavkasiaSi momuSave media saSualebebis, arasamTavrobo organizaciebis, uflebaTadamcvelebis, saTemo liderebsa da adgilobrivi aqtivistebisaTvis. seminarSi monawileoba miiRes samxreT oseTis 3 warmomadgenelma, afxazeTis 7-ma, yarabaRis 1-ma, somxeTis 1-ma da saqarTvelos 4-ma warmomadgenelma (sul 16 kaci). 

ვრცლად
კონფერენცია ”ეთნიკური მრავალფეროვნება ჰარმონიული განვითარებისათვის” 28.02.2013
2013 წლის 26 თებერვალს, სასტუმრო ”რადისონ ბლუ ივერიაში”, საერთო-სამოქალაქო მოძრაობამ მრავალეროვანმა საქართველომჩაატარა კონფერენცია ”ეთნიკური მრავალფეროვნება ჰარმონიული განვითარებისათვის”, რომელიც მოეწყო პროექტის ”წავახალისოთ მრავალფეროვნება - პატივი ვცეთ ყველას” ფარგლებში, საქართველოში ნიდერლანდების საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. კონფერენცია მიზნად ისახავდა დაინტერესებული მხარეების ინფორმირებას პროექტის ფარგლებში ჩატარებული ხარისხობრივი კვლევის შესახებ, რომლის უმთავრეს ამოცანას წარმოადგენდა საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების თემთა წინაშე არსებული პრობლემების, საჭიროებებისა და გამოწვევების ძირეული შესწავლა, გააზრება და გაანალიზება. ხარისხობრივი კვლვის ფარგლებში ორგანიზებულ ფოკუს ჯგუფებში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოში მცხოვრები სომხური, აზერბაიჯანული და მცირერიცხოვანი ეთნიკური სათვისტომოების წარმომადგენლები. კონფერენციის ფორმატმა ხელი შეუწყო კვლევის ფარგლებში გამოვლენილი პრობლემების, საჭიროებების და ტენდენციების ფართოდ გაზიარებას დამსწრე საზოგადოებისათვის.
ვრცლად
Copyright © 2012 PMMG. All rights reserved
მასალების გამოყენების შემთხვევაში www.pmmg.org.ge და ავტორის მითითება სავალდებულოა